დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მოუწესრიგებელი ლოგისტიკა და ტექსტილის ადგილობრივი წარმოების არ ქონა, დარგის მთავარი გამოწვევებია - სამკერვალო „ლიდერის“ დამფუძნებელი

მოუწესრიგებელი ლოგისტიკა და ტექსტილის ადგილობრივი წარმოების არ ქონა, დარგის მთავარი გამოწვევებია - სამკერვალო „ლიდერის“ დამფუძნებელი

30-01-2024 12:00:00

Business Insider Georgia-სთან სამკერვალო „ლიდერის“ დამფუძნებელმა, ნინო გიორგაძემ ტექსტილის წარმოებაში რამდენიმე გამოწვევის წინაშე განაცხადა. 

მისი თქმით, დარგში მთავარი გამოწვევა არის ლოგისტიკა და ტექსტილის ადგილობრივი წარმოების არ ქონა. 

„ლოგისტიკა მოსაწესრიგებელია, რაც მოქმედებს ინდუსტრიის განვითარებაზე, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ნედლეული არ იწარმოება საქართველოში და ძაფის, ღილის ჩათვლით იმპორტი გვიწევს. დამოკიდებული ვართ ძირითადად თურქულ, ჩინურ ბაზარზე“, - ამბობს ნინო გიორგაძე.

მისი თქმით, ასევე უცხოური ვალუტის კურსის ცვლილება მოქმედებს პროდუქციის თვითღირებულებაზე. 

„უცხოური ვალუტის ცვლილება ან სხვა საკითხები მოქმედებს პროდუქტის თვითღირებულებაზე“ - ამბობს ნინო გიორგაძე.

სოციალური საწარმო, სამკერვალო „ლიდერი“ 2016 წელს დაარსდა ქ. გორში. საწარმოს საქმიანობა ვრცელდება შიდა ქართლის ტერიტორიაზე და ემსახურება მთავარ მიზანს - მოწყვლადი ჯგუფის (სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული პირი, შშმ პირი, ძალადობის მსხვერპლი და ა.შ.) წარმომადგენელ ქალთა გაძლიერებას.

აღნიშნულის მისაღწევად, სოციალური საწარმო 3 წელზე მეტია, რაც სამიზნე ჯგუფს საკუთარი სახსრებით სთავაზობს ჭრა-კერვა-მოდელირებისა და სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაძლიერების მუდმივმოქმედ კურსს მომავალში დასაქმების პერსპექტივით.

ამასთანავე, სოციალური საწარმო შემოსავლების 5%-ს მიმართავს დადებითი გავლენის მქონე სხვადასხვა ღონისძიებისაკენ, რაც ძირითადად ემსახურება ქალთა გაძლიერებასა და მხარდაჭერას. „ლიდერი“ ერთ-ერთი პირველია რეგიონში, რომელმაც შეიმუშავა ტექსტილის ნარჩენების გადამუშავების სტრატეგია. სამკერვალო ნარჩენების ხელმეორედ გამოყენებით ქმნის სხვადასხვა პროდუქციას და ხელმძღვანელობს ნულოვანი ნარჩენის პოლიტიკით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

4 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები