ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა შალვა მხატვრიშვილმა Business Insider Georgia-თან საქართველოში ინფლაციის შემცირების მიზეზები განმარტა.
ინფლაციას შემცირების ტრენდი აქვს და მაისში მიზნობრივ მაჩვენებელს ჩამოცდა. საქართველოს ინფლაციის დონე გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. ინფლაციის შემცირებას მეტწილად გლობალური ტენდენციები და ეგზოგენური შოკების ეტაპობრივი მილევა განაპირობებს.
კერძოდ, საერთაშორისო ბაზრებზე საქონლის ფასები სტაბილურად იკლებს და მცირდება საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულებაც. ეს ტენდენციები საქართველოს ბაზარსაც გადმოეცემა. ამას ემატება ლარის გამყარებული გაცვლითი კურსიც, რომლის ფონზეც იმპორტული ინფლაცია მკვეთრადაა შემცირებული. ინფლაციის შემცირებას ეროვნული ბანკის გამკაცრებული პოლიტიკაც უწყობს ხელს.
ინფლაციის შემცირების ძირითადი მიზეზი იმპორტირებული წარმოების საქონელზე ფასების შემცირებაა. იმპორტირებული წარმოების საქონელზე ფასები წლიურად 6.5%-ით არის შემცირებული, რამაც მთლიანი ინფლაცია დაახლოებით 1.6 პპ ით შეამცირა.
ჩვენი პროგნოზით, ინფლაცია წლის განმავლობაში სამიზნე 3 პროცენტიან მაჩვენებლზე დაბლა შენარჩუნდება. თუმცა რისკები კვლავ მაღალ დონეზე იქნება. მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა გაურკვევლობის მთავარი წყაროა. ამ ტენდენციების ფონზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მხოლოდ ზომიერი ბიჯებით შემცირდება. სხვა თანაბარ პირობებში, წლის ბოლოს მოენტარული პოლიტიკის განაკვეთი დაახლოებით 9-10%-მდე შემცირდება.
მიუხედავად ბოლო კვირებში ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებისა, იგი წლიურ დონეზე კვლავ მნიშნველოვნადაა გამყარებული, რაც წლიური ინფლაციის შემცირებას ჯერ კიდევ ეხმარება.
უახლესი