კომპანია SANI • სანი, რომელიც ადგილობრივ საცალო და საბითუმო ბაზარზე ოპტიკური და მზის სათვალეების პროდუქციით არის წარმოდგენილი, საკუთარ მომხმარებელს მუდმივად ანებივრებს სიახლეებით. კომპანიის მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე
Business Insider Georgia -ს „სანის“ დამფუძნებელი მარი სხირტლაძე ესაუბრა. მისი თქმით, კოლექციის განახლება ყოველკვირეულად ხდება.
„ჩვენ გვაქვს საცალო და საბითუმო მომსახურება. კვირაში ერთხელ, ახალი პროდუქცია შემოგვაქვს. რამდენიმე თვის წინ ვიყავით საფრანგეთში მსოფლიო სათვალის გამოფენაზე. აქტიურად, ვმუშაობთ ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა: ჩინეთი, კორეა, ევროპა, და ა.შ. ჩვენს კომპანიაში სავალდებულოც კი არის, რომ სულ იყოს სიახლე “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი მარი სხირტლაძე.
კომპანიის ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია და მუდმივად ხდება განახლება. ბოლო წლებია კომპანია ბევრად ხარისხიან პროდუქციას სთავაზობს საკუთარ მომხმარებელს.
„ძალიან დიდია ჩვენი ასორტიმენტი. გვაქვს, როგორც მზის სათვალეები, ასევე ოპტიკური მინები, თუ რამე ეხება თვალს ყველაფერი. ბოლო 5-6 წელია გადასულები ვართ უფრო ხარისხიან პროდუქციაზე, ვიდრე საშუალო ფასიანზე. დავამატეთ ქარ საწინააღმდეგო, გამოსხივების საწინააღმდეგო და ასევე ქამელეონი სათვალეები, რომელიც თეთრია და შემდეგ ოდნავ მზე რომ ხვდება ღიავდება, ღამეც გამოიყენება. ასევე, ლინზებზეც ვმუშაობთ. სპორტული ხაზი საკმაოდ კარგად გავუშვით და მომხმარებელმაც იცის რა გვაქვს, როგორ გვაქვს და რა მიმართულებით შეუძლიათ მოგვმართონ. მოზარდებისა და პატარებისთვის ჩამოვიტანეთ სპორტული აქტივობების დროს გასაკეთებელი სათვალეები, რომელშიც შეიძლება ჩაისვას შიგნით მხედველობის სათვალე. რეზინით მაგრდება. გვაქვს ყველა ზომა, ყველა ფერი და არის საკმაოდ კომფორტული“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი მარი სხირტლაძე.
კომპანია აქტიურად გეგმავს გაფართოებას. ლოკაციის მიხედვით მოხდება ბრენდების შერჩევაც.
„ჩვენ ორი მიმართულება გვაქვს: საცალო და საბითუმო. შესაბამისად, ორნაირად ვართ გაყოფილები. ვაკის, პეკინისა დაქალაქ ბათუმში მდებარე ფილიალებში არის ისეთი რაღაცეები, რაც საქართველოში არავის არ აქვს. სხვა მაღაზიებში კი გვაქვს ისეთი პროდუქცია, რომელიც ყველასთვის არის ხელმისწავდომი. სამომავლოდ, ვგეგმავთ გაფართოებას, სტრატეგიულ ადგილზე არის დამოკიდებლი რომელი ადგილი აირჩევა და რომელი ბრენდი შევა. საშუალო ფასიანი თუ ნიში ბრენდები. ჩვენც გვაქვს ჩვენი მოთხონა და ჩვენს პარტნიორებსაც. ცოტა სხვა სტილის მაღაზიები უნდა იყოს და არ უნდა იყოს ისეთი, როგორიც სტანდარტულად, ყველა ოპტიკაა “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი მარი სხირტლაძე.
„სანის“ მიზანია მაქსიმალურად მაღალი ხარისხისა და უნიკალური ვიზუალის შეთავაზება მათთვის , ვისთვისაც სათვალე საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობაა.
უახლესი
8 საათის წინ
ბათუმის Hive Tech Hub კომპანიების მისაღებად ემზადება8 საათის წინ
პრემიუმ ხარისხის ლიფტებზე მოთხოვნა გაზრდილია - ICE