საქართველოში, მომხმარებელის უფლებების დაცვის, 2024-2026 წლების, პირველ ეროვნულ სტრატეგიაში წარმოდგენილია მომხმარებელთა დაცვის პოლიტიკის მიზნები და ამოცანები. სტრატეგია მოიცავს - მომხმარებელთა დაცვის რეგულირებისა და აღსრულების ამჟამინდელ სტატუსს, არსებულ გამოწვევებს, რომლებსაც სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები აწყდებიან და მიმოიხილავს იმ აუცილებელ ზომებს, რომელიც საქართველოში მომხმარებელთა დაცვის მაღალი დონის მისაღწევად არის საჭირო.
სტრატეგია შემუშავებულია - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში მიმდინარე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის ფარგლებში მონაწილე საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით, ეროვნული კომპეტენტური ორგანოების - საქართველოს სახელმწიფო დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოს ეროვნული ბანკის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიისა და მომხმარებლის დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მიღებული პასუხების, რეკომენდაციების გათვალისწინებით.
სტრატეგია ასახავს - მომხმარებელთა დაცვის სფეროში, ევროკავშირის და სხვა ქვეყნებში მიღებულ საერთაშორისო გამოცდილებას. მათ შორის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალ დღის წესრიგს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) რეკომენდაციებს, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) ანგარიშებს. ასევე, ევროკავშირის უახლეს კანონმდებლობას მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით და 2015 წელს, გაეროს მდგრადი განვითარების სამმიტზე მიღებულ მიზნებს (Sustainable Development Goals, SDGs) - მსოფლიოს განვითარების „დღის წესრიგი" 2015-2030 წლებისთვის.
- სტრატეგიის სრულყოფის მიზნით, 2024 წლის პირველი თებერვლიდან 2024 წლის 9 თებერვლის ჩათვლით, ცხადდება საჯარო კონსულტაციები.
- საჯარო კონსულატციებში მონაწილების მიღება და სტრატეგიის შესახებ უკუკავშირის გამოგზავნა შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
- საჯარო კონსულატაციებში მონაწილების მისაღებად, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ. ფოსტაზე consumer@gcca.gov.ge
- საჯარო კონსულტაციის ფარგლებში, სურვილის შემთხვევაში, სტრატეგიის სრული დოკუმენტი, ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიეწოდება.
2024 წლის 9 თებერვალს, 16:30 საათზე, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, საჯარო კონსულტაციების ფარგლებში, დოკუმენტის განხილვა გაიმართება. მის.: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის გამზირი N154, მე-9 სართული. განხილვაზე დასწრება შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
უახლესი