დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მოლოდინი გვაქვს, რომ დავდებთ მაქსიმალურ შედეგებს, ისევე როგორც მთლიანი სექტორი - Shine Energy

მოლოდინი გვაქვს, რომ დავდებთ მაქსიმალურ შედეგებს, ისევე როგორც მთლიანი სექტორი - Shine Energy

08-07-2024 13:00:00

მზის ელექტროსადგურებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება და ამ მიმართულებით 2024 წლის 6 თვის მაჩვენებლებმა 2023 წლის მაჩვენებლებს უკვე გადაუსწრო. აღნიშნულის შესახებ Business Insider Georgia-სთან საუბრისას Shine Energy-ს დამფუძნებელმა ნინა გადელიამ განაცხადა, რომელიც  4-5 ივლისს, თბილისში, GREDA-ს, Invest in Network-ისა და Expo Georgia-ს ორგანიზებით გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო ენერგეტიკულ გამოფენაში მონაწილეობდა. 

როგორც ნინა გადელიამ განმარტა, მსგავსი ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობა Shine Energy-სთვის და ზოგადად სექტორში მომუშავე კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რადგანაც ამ გზით ხდება კონტაქტების გაცვლა და კომპანიის ცნობადობის ამაღლება. 

„ენერგეტიკის ფორუმი და გამოფენა საქართველოში წელს პირველად ჩატარდა და ამ აქტივობაში საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) როლი ძალიან დიდია. ვფიქრობ, რომ განახლებადი ენერგია მათ შორის ქარი, მზე, ჰიდრო ძალიან წინ მიდის, როგორც საქართველოს ისე მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად მსგავსი ტიპის ღონისძიებები ცნობადობას და კონტაქტებს ზრდის და ჩვენთვისაც დიდი მნიშვნელობის მატარებელია.

ჩვენს სერვისებს რაც შეეხება, ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ მზის ელექტროსადგურების პროექტირებასა და მშენებლობას, როგორც ქსელზე ინტეგრირებულ ისე ქსელზე დამოუკიდებელ ჰიბრიდულ ელექტროსადგურებს.

ცალსახად შემიძლია გიხრათ, რომ მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. 2024 წლის პირველი და მეორე კვარტლების მაჩვენებელი ძალიან გაზრდილია და ფაქტობრივად 2023 წელს სრულად გადაუსწრო. წლის ბოლომდე და მომდევნო წელს მოლოდინი გვაქვს, რომ დავდებთ მაქსიმალურ შედეგებს ისევე როგორც მთლიანი სექტორი“, - აღნიშნა Shine Energy-ს დამფუძნებელმა. 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები