მობილური ტელეფონების იმპორტი ქვეყანაში მზარდია. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში 35%-ით მეტი ღირებულების მობილური ტელეფონი შემოვიდა, ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის 9 თვეში 269,132.97 ათასი დოლარის სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონებია იმპორტირებული. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 198,687.04 ათასი დოლარის.
საქსტატის საიტზე მობილური ტელეფონები ერთეულობით დათვლილი არ არის, დათვლილია მისი წონა და წონის მხრივაც ზრდა 5%-ის დონეზეა.
თუ 2022 წლის მაჩვენებლებს შევადარებთ 2021 წლის მონაცემებთან სახეზეა, რომ 2022 წელს ქვეყანაში 43%-ით მეტი ღირებულების მობილური ტელეფონების იმპორტი განხორციელდა.
2023 წლის 9 თვეში ქვეყანაში იმპორტირებული მობილური ტელეფონების 48%-ი (ღირებულებით ნაწილში) არაბეთის გაერთიანებულ საამიროებზე მოდის, ხოლო 21%-ი ჩინეთზე.
TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო მობილურ ტელეფონებს ყიდულობს
უახლესი
1 საათის წინ
რისი წამალია და როგორ უნდა გამოვიყენოთ პაიდოტერინი?6 საათის წინ
თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად18 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა