დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მითები ძაღლების შესახებ | ZooCity

მითები ძაღლების შესახებ | ZooCity

16-03-2024 16:39:00

გიზიარებთ ბლოგს:

რამდენად კარგად იცნობთ თქვენს ძაღლს?
 

ალბათ თითოეულ ჩვენგანს მოუსმენია სხვადასხვა ფაქტები ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე, თუმცა რომელია მათგან მითი და რომელი რეალობა? დღეს სწორედ ამის გარკვევას შევეცდებით.

გთავაზობთ 6 ყველაზე გავრცელებულ მითს ძაღლების შესახებ:

ძაღლები მხოლოდ შავ და თეთრ ფერებს ხედავენ

სტრუქტურულად, ძაღლის ბადურა შეიცავს 3 - დან 2 ფოტო რეცეპტორს, რომლებიც აუცილებელია ფერების აღსაქმელად. მართალია, ისინი იმდენ ფერს ვერ ხედავენ რამდენსაც ადამიანები, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ მათ შეუძლიათ ერთმანეთისგან გაარჩიოთ ყვითელი და ლურჯი, თუმცა მწვანესა და წითელს აღიქვამენ როგორც ნაცრისფერ ფერს.

ძაღლებს დანაშაულის გრძნობა აქვთ

ჩვენი ძაღლები მრავალფეროვანი ემოციებით გვასაზრდოებენ, მაგრამ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ისინი განიცდიან ისეთ ემოციებს, როგორიცაა სირცხვილი ან დანაშაული. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში შეიძლება წააწყდეთ საყვარელ ვიდეოებს, რომლებშიც ძაღლები თავს დამნაშავედ გრძნობენ ჩადენილი ცუდი საქციელის გამო,  ითვლება, რომ ეს რეალურად ადამიანის რეაქციაზე ნასწავლი პასუხია.

კუდის ქიცინი ნიშნავს, რომ ძაღლი მეგობრულია

კუდის ქიცინი ყოველთვის კეთილგანწყობის ნიშანი არ არის, ამიტომაც საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა. ეს ქცევა შეიძლება აღნიშნავდეს, როგორც ბედნიერებას და მღელვარებას, ასევე შეიძლება იყოს შიშის, შფოთვის და აგრესიის საწინდარი. ძაღლის სხეულის ენა რთულია და შეიძლება არასწორად იქნას აღქმული. ამიტომაც უმჯობესია, არასდროს მოეფეროთ უცხო ძაღლს პატრონის ნებართვის გარეშე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც სურთ ყველა ძაღლს მოეფერონ, რომელსაც ქუჩაში ნახავენ.

თუ ძაღლს ცოტა შოკოლადს მივცემ ამით არაფერი დაშავდება

შოკოლადი შეიცავს ნივთიერებას სახელად თეობრომინი, რომელიც მომწამვლელია ძაღლებისა და კატებისთვის. ამიტომაც აუცილებელია ნებისმიერი შოკოლადი, ასევე კაკაოს ფხვნილი და ცხელი შოკოლადი შეინახოთ შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას. თუ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენმა ოთხფეხა მეგობარმა დიდი რაოდენობით შოკოლადი შეჭამა აუცილებლად დაუკავშირდით ვეტერინარს.

ყველა ძაღლი კარგი მოცურავეა

ზოგიერთი ადამიანი შეცდომით თვლის, რომ ყველა ძაღლი კარგი მოცურავეა. მიუხედავად იმისა, რომ ძაღლებს უყვართ წყალში ყოფნა, ყველა მათგანს არ შეუძლია ცურვა.

ძაღლები, რომლებსაც აქვთ ძლიერი მკერდი და მძიმე თავის ქალა, არ არიან კარგი მოცურავეები მაგალითად, ბულდოგები და მასტიფები. პატარა ჯიშის ძაღლები წყალში უფრო ფრთხილად უნდა ჩავსვათ, რადგან ისინი უფრო მეტად არიან მიდრეკილება ჰიპოთერმიისკენ.

ასაკოვან ძაღლს ახალ ხრიკებს ვეღარ ასწავლი

ეს გავრცელებული დებულება ასევე არ შეესაბამება რეალობას. მიუხედავად იმისა, რომ ხანდაზმულ ძაღლს ცოტა მეტი დრო დასჭირდება, ახალი ხრიკების სწავლება შეუძლებელი ნამდვილად არ არის. თუ თქვენი ძაღლისთვის ახალი ხრიკების სწავლას გადაწყვეტთ, დარწმუნდით, რომ სწავლების პროცესი მათთვის სახალისოა. შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა და არ დაგავიწყდეთ თქვენი ოთხფეხა მეგობრის დაჯილდოებაც.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი


მსგავსი სიახლეები