დედაქალაქის მერი კახა კალაძე თავის ვაჟთან და მერის მოადგილესთან,ანდრია ბასილაიასთან ერთად „თბილისობის“ ღონისძიებებს ორბელიანის მოედანზე დაესწრო.
კახა კალაძემ წარმოდგენილი ინსტალაციები დაათვალიერა, თეატრალიზებულ პერფორმანსსა და გასტრონომიულ კუთხეს გაეცნო.
დედაქალაქის მერმა ადგილობრივ მცხოვრებლებსა და თბილისის სტუმრებს„თბილისობა“ მიულოცა.
„მინდა ყველას, ვისაც ჩვენი ქალაქი უყვარს, ადგილობრივ მცხოვრებლებსდა თბილისის სტუმრებს მივულოცო დღევანდელი დღე. ხედავთ, როგორისასიამოვნო გარემოა, უამრავი ადამიანია გამოსული. დღეს და ხვალსხვადასხვა ტიპის ღონისძიებები გაიმართება ორბელიანის მოედანსა და მისმიმდებარე ქუჩებზე, რიყის პარკში, აბანოთუბანში. ამინდი და განწყობაშესანიშნავია, მობრძანდით, ყველას გელოდებით.
რა შეიძლება გისურვოთ დღევანდელ მოცემულობაში? - პირველ რიგშიმშვიდობა, რადგან მშვიდობას მართლაც არ აქვს ალტერნატივა. ასევეეკონომიკური განვითარება და გაძლიერება, რათა ამ ქვეყანაში, ჩვენსქალაქში მცხოვრები ადამიანები იყვნენ ბედნიერები“, - განაცხადა კახაკალაძემ.
ორი დღის განმავლობაში, როგორც ორბელიანის მოედანსა და მიმდებარეტერიტორიაზე, ასევე რიყის პარკსა და აბანოთუბანში „თბილისობის“ აღმნიშვნელი მრავალფეროვანი გასართობი და მუსიკალური ღონისძიებებიიქნება წარმოდგენილი, მათ შორის, გასტრონომიული ფესტივალები, გამოფენა-გაყიდვები და საბავშვო აქტივობები.
უახლესი
3 საათის წინ
რისი წამალია და როგორ უნდა გამოვიყენოთ პაიდოტერინი?7 საათის წინ
თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად19 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა