დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო  ბარათების 53%-ი Mastercard-ს ეკუთვნის, ხოლო 31% VISA-ს

მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო  ბარათების 53%-ი Mastercard-ს ეკუთვნის, ხოლო 31% VISA-ს

05-05-2023 10:00:28

მიმოქცევაში არსებული აქტიური სადებეტო ბარათების 53%-ი Mastercard-ს ეკუთვნის, ხოლო 31% VISA-ს. სებ-ის ინფორმაციით, 2023 წლის მარტის ბოლოსთვის მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო  ბარათების რაოდენობა 7 473 387 ერთეული იყო, საიდანაც 3 974 517 ბარათი ეკუთვნის Mastercard-ს (EC/MC), ხოლო 2 329 294 VISA-ს. 

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ბაზრის 16%-ის კი სხვადასხვა სახის სადებეტო ბარათებზე მოდის. მთლიანობაში საუბარია სულ 1 169 576  ერთეულ ბაზაზე. 

აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წლის მარტში თებერვალთან შედარებით  მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა 1,2%-ითაა გაზრდილი. თებერვლის მონაცემებით მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო​ ბარათების რაოდენობა 7 380 023 ერთეულს შეადგენდა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები