მიმდინარე სეზონისთვის გვაქვს დადებითი მოლოდინები და აქტიურად ვიღებთ ჯავშნებს, - განუცხადეს Business Insider Georgia-ს ქობულეთში მდებარე სასტუმრო Miramare Magnetic Beach Hotel-ში.
როგორც სასტუმროს მენეჯმენტი განმარტავს, Miramare Magnetic Beach Hotel-ი 3 წელია რაც ფუნქციონირებს, წარმოდგენილია 125 ნომრით 5 სხვადასხვა კატეგორიაში.
„სასტუმროს ძირითადი მომხმარებელია ადგილობრივი სეგმენტი (ქართველი მომხმარებელი), სლავური სეგმენტი (რუსი მომხმარებელი) და თანაბრად მოიაზრება მესამე ქვეყნად სომხეთი და ჩეხეთი“, - განმარტავენ Miramare Magnetic Beach Hotel-ში.
რაც შეეხება ფასებს, სასტუმროში აცხადებენ რომ ფასები ცვალებადია „თითქმის ყოველთვიურად სხვადასხვა გამოცხადებული ფასი გვაქვს ან სეზონურად“.
სასტუმრო Miramare Magnetic Beach Hotel წლის ოთხივე სეზონზე ფუნქციონირებს.
უახლესი
7 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა