დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მილანში, ქართული თემატიკის ჩანთებით აღფრთოვანდნენ -  COSMO-მ სრული კოლექცია გაყიდა

მილანში, ქართული თემატიკის ჩანთებით აღფრთოვანდნენ - COSMO-მ სრული კოლექცია გაყიდა

05-03-2023 11:59:53

ჩანთებისა და აქსესუარების მწარმოებელი ქართული კომპანია COSMO მილანის გამოფენიდან ახალი შეკვეთებით დაბრუნდა.

„ჩვენ მეორედ ვიმყოფებოდით მილანში გამოფენაზე. COSMO-ს პროდუქციასთან მიმართებით, ყველა სეზონზე ინტერესი მაღალია“, - ამბობს ჩანთებისა და აქსესუარების მწარმოებელი ქართული კომპანია COSMO-ს დამფუძნებელი სოფი მუხულიშვილი Business Insider Georgia-თან.

ამჯერად, მილანში, ერთ-ერთმა მაღაზიამ ქართლ ბრენდს სრული კოლექცია - 12-ვე მოდელი შეუკვეთა.

„ეს არ არის დიდი რაოდენობა, მაგრამ იმისთვის, რომ მილანში COSMO-ს ბრენდის 12 დიზაინის ჩანთა იქნება წარმოდგენილი ბუნებრივია, ძალიან კარგია“, - ამბობს სოფი მუხულიშვილი.

მისივე თქმით, უცხოეთის ბაზრებზე, ძირითადად მოთხოვნა ქართული თემატიკის ჩანთებზეა, რაც მომხმარებლების აღფრთოვანებას იწვევს.

„გვაქვს უნიკალური დიზაინის ჩანთები, რომელიც ქართული თემატიკით შევქმენთ. ძველი ქართული ანბანიდან გავაცოცხლეთ ასო თანი და ეს ჩანთა ვიზიტორების მოწონებას იმსახურებს. ასევე გვაქვს ჩოხის ინსპირაციით შექმნილი„ჩოხჩა“, რომელიც „თანთან“ ერთად საქპატენტშიც დავარეგისტრირეთ. ამ მოდელებმა საერთაშორისო გამოფენებზე აღიარება მოიპოვეს. 2022 წელს „ჩოხჩა“ დუბაიში გამოფენაზე IPLF -ის რჩეული გახდა“, - ამბობს მეწარმე.

ამასთან, ქართული ბრენდით აზერბაიჯანის ბაზარზე დაინტერესდნენ. COSMO ელოდება შეკვეთებს ნიუ-იორკიდან.

„ახლა პოტენციურ დამკვეთებთან კომუნიკაციის შემდეგი ეტაპი მიმდინარეობს“.

ქართულმა ბრენდმა 2022 წელს მაღაზია AMAZON-ზე გახსნა.

COSMO ადგილობრივ ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. კომპანიაში 54 ადამიანი მუშაობს.

ბრენდს საქართველოში სულ 7 ფილიალი აქვს, მათ შორის 5 დედაქალაქში, თითო-თითო კი ბათუმსა და ქუთაისში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები