Business Insider Georgia-თან „დიდუბის ავტოსადგურის“ ხელმძღვანელმა ნესტორ მიქატაძე აცხადებს, რომ საწვავის გაძვირების მიუხედავად მგზავრების გადაყვანის საფასურის გადახედვას არ გეგმავენ.
„მგზავრობის საფასური დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მაშინაც არ გაგვიზრდია, როცა საწვავი მნიშვნელოვნად გაძვირდა. ვცდილობთ ფასები შევინარჩუნოთ. მგზავრთა გადაყვანის ბაზარზე კონკურენცია დიდია. გარედან კვლავ არის ე.წ. მტაცებლების საფრთხე, რომლებიც ბიუჯეტში ფულს არ იხდიან, არ ფლობენ ლიცენზიას და მგზავრები ისე გადაჰყავთ. ამიტომ არაჯანსაღ კონკურენციაში ვართ. დღეის მდგომარეობით, თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა ავტოსადგურში ტარიფების გაზრდა არ იგეგმება“, - ამბობს ნესტორ მიქატაძე.
მისი ინფორმაციით, ქუთაისის მიმართულებით მგზავრობის საფასური 20 ლარია, ბათუმის მიმართულებით -35 ლარი, ხოლო ტყიბულში მგზავრების გადაყვანის საფასური -15 ლარია, საჩხერე-ჭიათურას მიმართულებით -15 ლარი და გორში გამგზავრების საფასური კი-5 ლარია.
„დიდუბის ავტოსადგურის“ ხელმძღვანელი ამბობს, ამ დროისთვის კომპანიის ადმინისტრაციაში დასაქმებულია 35 ადამიანი. ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურებას უწევთ დაახლოებით 450-500 სამარშრუტოს, რომელიც ყოველ მეორე-მესამე დღეს შემოდის ჩვენს ავტოსადგურზე, ასრულებს თავის მარშრუტს და მგზავრები გადაჰყავს“, - ამბობს ნესტორ მიქაუტაძე.
გასულ კვირას ავტოსადგურებზე სხვადასხვა ტიპის საწვავი დაახლოებით 2-5 თეთრით გაძვირდა.
უახლესი
16 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება