მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გადატვირთული სატრანსპორტო კვანძი რეაბილიტირდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, განხორციელებული სამუშაოები მნიშვნელოვნად გაზრდის გზის გამტარობას.
„დედაქალაქში საგზაო მოძრაობის გაუმჯობესებისა და განტვირთვის მიზნით, სხვადასხვა უბანში იდენტიფიცირებული გადატვირთული სატრანსპორტო კვანძების მოწესრიგება გრძელდება. აღნიშნულ მონაკვეთზე მოეწყო საგზაო კუნძულები, კეთილმოეწყო ტროტუარი და ბორდიური, გამოიცვალა ასფალტის საფარი, დაიხაზა გზა და დამონტაჟდა შუქნიშნები, ასევე, ავტობუსის გაჩერებებზე დაიგო რკინაბეტონის საფარი. ამჟამად, აღნიშნულ კვანძზე გამავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის 35-მდე მარშრუტი, დღიურად, 130 000-მდე მგზავრს ემსახურება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
უახლესი