საქართველოს ტურიზმის ასოციაციაში (GTA) წევრების რაოდენობა მზარდია, როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი ნატა კვაჭანტირაძე Business Insider Georgia-სთან აღნიშნავს განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ ბიზნესმა კარგად დაინახა თუ რას ნიშნავს ერთი ქოლგის ქვეშ მუშაობა.
ნატა კვაჭანტირაძე ტურიზმის მიმდინარე ტენდენციებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ევროპის მიმართულებით მარკეტინგული კამპანია უნდა გააქტიურდეს, რათა მომავალი ტურისტული სეზონიდან საქართველოს უფრო მეტი ევროპელი დამსვენებელი ჰყავდეს.
ასოციაცია დაფუძნდა 2006 წელს. თავიდან დამფუძნებელი იყო 6 კომპანია, თუმცა დღეს ასოციაცია 188 წევრს აერთიანებს, რომელთაგანაც მეტი წილი ტურისტული კომპანიები არიან. ფაქტობრივად წევრების ნახევარი სასტუმრო სექტორია. ასევე მოვიცავთ ავიაკომპანიებს, სატრანსპორტო კომპანიებს, ღვინის კომპანიებს, კოლეჯებსა და სხვადასხვა მოთამაშეებს, რომლებიც ლეგალურად არიან წარმოდგენილები ტურიზმის ინდუსტრიაში. ჩვენი წევრები არიან მხოლოდ იურიდიული კომპანიები, მიზანი და ასოციაციის მისია თავიდანვე იყო შემომყვანი, შიდა ტურიზმის განვითარება და ხელშეწყობა. ამ მიზნით განვახორციელეთ სხვადასხვა პროექტები, როგორც ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნის ჭრილში, ისე ინფრასტრუქტურული მიმართულებით. აქტიურად ვთანამშრომლობდით დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და სხვადასხვა აქტივობები გაქვს განხორციელებული.
დღეს ჩვენი მიზნობრიობა გახლავთ შემომყვანი ტურიზმის განვითარება მდგრადი კომპონენტებით, რათა პროცესები მდგრადად წავიდეს და არ იყოს სპონტანურ ინიციატივებზე დაფუძნებული. ასევე ასოციაციის წევრებისთვის და არაწევრებისთვის შევქმნათ რეალური პლატფორმა, სადაც ხელს შევუწყობთ კერძო და საჯარო სექტორების მჭიდრო თანამშრომლობას. ეს არის მნიშვნელოვანი მიზანი, რომელსაც ყოველდღიურად ვაუმჯობესებთ. თავისთავად ასეთი ტიპის კომუნიკაცია ზრდის თავად წევრების ბიზნესზე ორიენტირებულ ინიციატივებს, უჩნდებათ სხვადასხვა იდეა, ჩართულობის შესაძლებლობა და ასე შემდეგ. ამ ხედვით ჩვენ შექმნილი გაქვს სტრატეგია, რომელსაც 5 წელია მივყვებით და მომავალი წლიდან უკვე განვაახლებთ კიდეც.
ძირითადი სტრატეგიული მიზნები მოიცავს წევრების ჩართულობის გაძლიერებას, თავად ასოციაციის საქმიანობასა და მუშაობაში. ასევე შეიქმნა GTA, როგორც ტურიზმის ასოციაცია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაში. ასევე ჩვენი მიზანია, პროფესიული განათლების ხელშეწყობა და განვითარება, რაც გაზრდის სერვისზე ორიენტირებული საქმიანობების გაჩენას, რომელიც ორიენტირებულია ხარისხის გაუმჯობესებაზე.
ასევე მნიშვნელოვანია ჩვენ სექტორის ადვოკატირება სახელმწიფო უწყებებთან. თვითონ ასოციაციას აქვს ბევრი კვლევითი კომპონენტი, რომელსაც ეფუძნება ასოციაციის საქმიანობა. მინდა გითხრათ, რომ პანდემიის პერიოდში საკმაოდ აქტიური როლი ითამაშა ასოციაციამ ადვოკატირების ნაწილში, რაც თავისთავად გახდა იმის საწინდარი, რომ ფაქტობრივად ბოლო სამი წლის განმავლობაში ასოციაციის წევრების რაოდენობა გაორმაგდა. ეს ძალიან დიდი ეფექტია წარმატების ჭრილში, რაც სექტორმა თვითონ დაინახა, რომ ერთიანი ქოლგის ქვეშ საქმიანობა და გარკვეულწილად თანამშრომლობა გაცილებით მეტი შედეგის მომტანია.
უპირველესი გახლავთ ის, რომ სახელმწიფოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის უპირველესი და შემდეგ უკვე თამამად ვისაუბრებთ ბიზნესისა და ინდუსტრიის განვითარებაზე. ასევე ეკონომიკის მძლავრი ინსტრუმენტია ის, რომ განვითარდეს ბიზნესები და რაც შეიძლება მეტი ფინანსური შესაძლებლობები გაუჩნდეს საქართველოს. ძალიან ხშირად გვესმის, რომ ტურიზმი არის ეკონომიკის მამოძრავებელი და თავისთავად ეს ასეცაა, რადგანაც ჩვენ გვაქვს შესაძლო პოტენციალი და ყველა შესაძლო პრიორიტეტი იმისთვის, რომ ტურიზმი უფრო სხვა საფეხურზე გადავიყვანოთ.
ეს არის პირველ რიგში ის, რომ შეიქმნას სწორი ინფრასტრუქტურა. ამ ინფრასტრუქტურის ფონზე შევქმნათ უსაფრთხო გადაადგილება ქვეყნის შიგნით, როგორც მისასვლელი გზები, ასევე სტუმარ-მასპინძლობის განვითარება, ასევე იმ საკურორტო ზონების მოწყობა, რომელთაც ზოგადად დიდი წილი უჭირავთ საერთაშორისო ბაზრებზე ჩვენი ქვეყნის მისამართით ინტერესის ჭრილში და შევქმნათ გამართული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც პირდაპირი წესით ორიენტირებულია როგორც ტურიზმზე ასევე ქვეყნის შიგნით ადგილობრივ მოსახლეობაზე, რომლის ჩართულობაც უფრო გაიზრდება.
თუ ვხედავ, რომ ჩემს რეგიონში მოდის ტურისტი, მე ვცდილობ როგორც მოქალაქე შევქმნა პროდუქტი, რომელსაც მას შევთავაზებ. ეს უკვე აჩენს დამატებით შესაძლებლობებს და გაცილებით წინ წაწევს ქვეყანას. ასევე მდგრადობის კომპონენტში აუცილებელია გავითვალისწინოთ მაღალი მომსახურების ხარისხი. მაღალი მომსახურების ხარისხი არ გამოვა თუ არ განვავითარებთ პროფესიულ განათლებას. სახელმწიფოს ძალიან დიდი პრიორიტეტი გახლავთ პროფესიული განათლების განვითარება და ხელშეწყობა.
ზოგადად ჩვენი ასოციაცია 5 წელია ინტენსიურად არის ჩართული დუალური პროფესიული განათლების განვითარების ნაწილში, რაც არის წინაპირობა იმისა, რომ გაჩნდება პროფესიული კადრები, რომელთაც ზუსტად ეცოდინებათ როგორ უნდა მოემსახურონ სასტუმროში სტუმრებს, რესტორანში მომხმარებელს და შექმნან მაღალ ხარისხზე ორიენტირებული პროდუქტი, როგორც გასტრონომიულ ჭრილში, ასევე მომსახურების ნაწილში. ამაზე დაფუძნების დღიდან ვსაუბრობთ, რომ სერვისს განავითარებს მხოლოდ განათლება.
შესაბამისად უმაღლეს განათლებასთან ერთად ძალიან პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია განვითარდეს პროფესიული განათლება და მივიღოთ მაღალკვალიფიციური კადრი, რომელიც დასაქმდება ტურიზმის ინდუსტრიაში, რაც მდგრადობის ნაწილში უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.
ეს პროექტი იმისთვის აქვს შექმნილი, რომ ზუსტად ვიცოდეთ რა ხდება ჩვენს რეგიონში. ერთია რომ გაირკვეს რაშია გამოწვევა და მეორეა, როგორ შეგვძილია დავეხმაროთ სექტორს.
გამოწვევა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ტიპის ორგანიზაცია გვერდზე უნდა გადგეს. ასოციაციის როლი არის სწორედ ის, რომ გასცეს სწორი რეკომენდაციები იმისთვის, რომ ბიზნესისთვის განვითარების გზა უფრო მარტივი იყოს. ასოციაციაში შექმნილია შიდა სტანდარტი, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია რეკომენდაციების გზით გავუზიაროთ ჩვენს კერძო სექტორს ის საერთაშორისო სტანდარტი, რომლითაც ოპერირებს ევროპა, ამერიკა თუ გლობალური სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესი.
ჩვენ ეს სტანდარტი შევქმენით ჩვენს პარტნიორებზე დაყრდნობით. თვითონ საქართველოს ტურიზმის ასოციაცია გახლავთ გლობალური საბჭოს წევრი, რომელიც პირდაპირი წესით მუშაობს სხვადასხვა სტანდარტების შემუშავებაზე. ეს თავისთავად ჩვენთვის დიდი გამოცდილებაა.
უკვე 10 წელია ამ ორგანიზაციის წევრები ვართ და ის გვიზიარებს ყველა შესაძლო ვარიანტს იმისათვის, რომ ჩვენ როგორც ასოციაციამ სწორი რეკომენდაციები გავცეთ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიისთვის და ზოგადად მომხმარებლისთვის. ასოციაციის ჭრილში ეს სრულად ხელმისაწვდომია იმისთვის, რომ ცნობადობა იყოს მაღალი და ჩვენ ამ მიზნით ვსტუმრობთ რეგიონებს და ვუზიარებთ ამ რეკომენდაციებს ჩვენს მუნიციპალიტეტის, დმო-ებს იმისთვის, რომ ადგილზე შეიქმნას სწორი ხედვას, თუ რა არის ტურიზმის ინდუსტრია, როგორ უნდა განვითარდეს და ასე შემდეგ.
საქართველოს ტურიზმის ასოციაცია ამ პროცესის დაწყების დღიდან არის ჩართული. არის სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიქმნა პარლამენტის პატრონაჟის ქვეშ და ჩართულია პროცესში კერო სექტორის მხრიდან კოორდინაციის ნაწილში ტურიზმის ალიანსი.
მინდა გითხრათ, რომ ტურიზმის ასოციაციის ყველა მიმართულების წევრები იყვნენ წარმოდგენილნი სამუშაო ჯგუფში რომელიც ინდივიდუალურად მუშაობდნენ სხვადასხვა ტიპის მიმართულებებზე. თუმცა დღევანდელი სახით, რაც კანონპროექტია წარმოდგენილი შენიშვნები არსებობს კერო სექტორის მხრიდან და ჩვენი ასოციაციას გარკვეულწილად ჩართულია გამყვანი ტურიზმის მიმართულებით გამოწვევების დაძლევაში, რომელიც ბიზნესს არ შეუქმნის თავისთავად სახარბიელო მდგომარეობას.
ასოციაციაში გაქვს გამყვანი ტურიზმის კომიტეტი, რომელიც პირდაპირი წესით ყველა რეკომენდაციისა თუ შენიშვნის მიწოდებაშია ჩართული და აქტიურად თანამშრომლობს პარლამენტთან იმისათვის, რომ დაძლეული იყოს ეს ნაწილი. აქტიურად ვთანამშრომლობთ, რომ ტურიზმის კანონის გაუმჯობესებული ვარიანტი მისაღები იყოს ბიზნესისთვის.
ზოგადად მინდა გითხრათ რომ ტურიზმის სპეციფიკა არ გახლავთ ის, რომ გარკვეულ ჩარჩოებს არ გადაუხვევს. პირიქით, ტურიზმი მუდმივად განახლებადი და ცვლილებებზე ორიენტირებულია. რაც შეეხება დატვირთულობის კოეფიციენტს, რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია იმ ბიზნესების მოსაზრება, რომელიც ნაკლებ ტურისტებს უჩივიან დღეს თავიანთ ობიექტებზე, თუმცა ასოციაციის ჭრილში წარმოდგენილი მსხვილი ბრენდული სასტუმროები, რომელთაც ჩვენ ხშირად ვეკიდებით რა პროცესი მიმდინარეობს, გვეუბნებიან, რომ მათი დატვირთულობა დადებითი და პოზიტიურია.
მოლოდინი აქვთ მაღალი, რადგანაც წინ არის კიდეც ზაფხულის ერთი ცხელი თვე. ჩვენს ქვეყანაში შემოდგომაც მაღალ სეზონად ითვლება. მოლოდინი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი ტურისტი შემოვა. თუმცა სტატისტიკურ მონაცემებში ევროპა არ ლიდერობს და ეს გასაგებია შავი ზღვის რეგიონში განვითარებული მოვლენების გამო.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროპის მიმართულებით უნდა გავჩერდეთ. პირიქით ახლა უნდა გავაძლიეროთ მარკეტინგული აქტივობები.
მინდა გითხართ „აითიბი ბერლინიდან“ მოყოლებული, ის ხარჯები რაც სახელმწიფომ გაიღო არ გულისხმობდა მხოლოდ სამ დღიან ღონისძიებას. წლის ბოლომდე მოიცავს გერმანიის მასშტაბით ძალიან ბევრ მარკეტინგულ აქტივობებს, რომელიც ცნობადობის ჭრილში გაზრდის მაჩვენებლებს. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ევროპის ყველა იმ ქვეყანაში პოზიციონირება მოხდეს საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის, ასევე გასტრონომიის, ღვინის და მაქსიმალურად უნდა მოვიზიდოთ ევროპელი ტურისტები.
ზოგადად ეს პროცესი ჯერ კიდევ განხილვის საგანია, თუმცა გადასახადის შემოღება, სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ ემსახურება იმ ქალაქის კეთილდღეობას ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, უნარების გაძლიერებასა და ასე შემდეგ, რაც ზოგადად ქალაქის შემოსავლებს უკავშირდება ფინანსურ ნაწილში. ეს მიმდინარე პროცესია და საბოლოო გადაწყვეტილება გვიჩვენებს თუ რამდენად სწორი იქნება მისი შემოღება, თუ კი ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
უახლესი