დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მე ზოგადად არ ვექვემდებარები არანაირ ზეწოლას - ნათია თურნავას პასუხი პოლიტიკოსებს

მე ზოგადად არ ვექვემდებარები არანაირ ზეწოლას - ნათია თურნავას პასუხი პოლიტიკოსებს

21-09-2023 00:01:03

მე ზოგადად არ ვექვემდებარები არანაირ ზეწოლას, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პოლიტილოსებისა და კრიტიკოსების საპასუხოდ განაცხადა. 

„მინდა ვუპასუხო იმ პოლიტიკოსებს და კრიტიკოსებს, ვინც ამბობს, რომ ვინმეს გავლენით ან ზეწოლით მივიღეთ ჩვენ ეს გადაწყვეტილება. ეს იყო ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის დისკრეცია და ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად მართებული. „ეროვნული ბანკის ფუნქციონირების პრობლემა არ შეიქმნება. ეროვნული ბანკი სტაბილურად ფუნქციონირებდა და ასევე გააგრძელებს“, - განაცხადა თურნავამ. 

ამასთან, მისვე თქმით, სამწუხარო ფაქტია, რომ ადგილი აქვს დიდი დოზით პოლიტიკის ჩარევას და პოლიტიკური ზეწოლის მცდელობას.

„პრაქტიკულად, კლასიკური პოლიტიკური ზეწოლის მაგალითია, რაც ახლა ეროვნული ბანკის, საბჭოს ირგვლივ ვითარდება. ჩემზე ეს არ მოქმედებს. მე ზოგადად არ ვექვემდებარები არანაირ ზეწოლას და ამით მინდა ვუპასუხო იმ პოლიტიკოსებს და კრიტიკოსებს, ვინც ამბობს, რომ ვინმეს გავლენით ან ზეწოლით მივიღეთ ჩვენ ეს გადაწყვეტილება.

ეს იყო ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის დისკრეცია და ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად მართებული. მე აბსოლუტურად მშვიდად ვარ ამასთან დაკავშირებით. მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ კონსტიტუციას შეესაბამება, ჩვენ მოქალაქეებს წაადგება და მეტად დაიცავს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები