წალენჯიხაში, მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში მდ. ტებენაზე მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ამ დროისთვის საფრთხის დონე დაბალია - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული ადმინისტრაციის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავას ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარედ მდინარე ტებენეს ხეობაში არსებულ ვითარებას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიგო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ.
გეოლოგებმა და ჰიდროლოგებმა მდინარის დამეწყრილი კალაპოტი და დაგუბებაზე არსებული ვითარება შეისწავლეს, შეფასდა სიტუაცია. Მზადდება ოფიციალური დასკვნა. სპეციალისტების განმარტებით ამ დროისთვის Საფრთხის დონე დაბალია.
მდინარე ტებენეს ხეობაში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია ადგილობრივმა მოსახლეობამ გუშინ, 8 აგვისტოს გაავრცელა, მომხდარზე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და პროცესში გარემოს ეროვნული სააგენტო ჩართო. სააგენტოს წარმომადგენლები ინფორმაციის გავრცელების მეორე დღესვე ავიდნენ ხეობაშაში.
უახლესი
1 საათის წინ
როგორია Boxette-ის 2025 წლის გეგმები