საერთაშორისო გადახდის სისტემა Mastercard-მა, რომელიც 198 ქვეყანაში მოქმედებს და 22 000 ფინანსურ ინსტიტუტს აერთიანებს, სავარაუდოდ შეიტანა განცხადება ახალი სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციაზე, რომელიც იმუშავებს კრიპტოვალუტის ტრანზაქციებზე.
როგორც ABC.AZ იტყობინება, ამის შესახებ ინფორმაცია პატენტ ადვოკატმა მაიკ კონდუდისმა გამოაქვეყნა.
უფრო კონკრეტულად მან გამოაქვეყნა სკრინშოტი, რომელიც სავარაუდოდ მიუთითებს იმაზე, რომ Mastercard გეგმავს ბიტკოინის ტრანზაქციებზე ოპტიმიზირებული პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებას.
ასევე, როგორც ჩანს, კომპანია ცდილობს ხელი შეუწყოს ციფრული აქტივების ტრანზაქციებს ვირტუალური აქტივების პროვაიდერებს შორის კავშირების შემცირებით.
უახლესი
28 წუთის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა