დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მარცხის ისტორიების 32-ე ღონისძიება ალდაგისა და სტარტაპ ბიუროს პარტნიორობით ჩატარდა

მარცხის ისტორიების 32-ე ღონისძიება ალდაგისა და სტარტაპ ბიუროს პარტნიორობით ჩატარდა

03-07-2024 16:20:00

სადაზღვევო კომპანია ალდაგისა და სტარტაპ ბიუროს თანამშრომლობის ფარგლებში, მარცხის ისტორიების(Fuckup Nights) 32- გამოშვება ჩატარდა, რომლის მთავარი მესიჯი, ალდაგის ახალი სლოგანიბოლოკეთილიაგახლდათ.

ღონისძიება ექსკლუზიურად ალდაგის მცირე და საშუალო ბიზნესის დაზღვევის მომხმარებლებისთვისგაიმართა და მისი მიზანი ბიზნესების წახალისება და მოტივაციის ამაღლება იყო.

მოწვეულ სტუმრებს საკუთარი მარცხის ისტორიები რეჟისორმა და კინომსახიობმა, თეატრი სახელოსნო 42-ისდამფუძნებელმა - ლევან წულაძემ, ანტრეპრენერმა, VRex Immersive-ის თანადამფუძნებელმა დააღმასრულებელმა დირექტორმა, Neuropilot VR-ის თანადამფუძნებელმა - ნიკოლოზ გოგოჭურმა, კომპანიაFEDEX-ის წარმომადგენლობის დირექტორმა - ნინო მენთეშაშვილმა და ანტრეპრენერმა, კვლევითი დასაკონსულტაციო კომპანია ეისითის დამფუძნებელმა და მმართველი პარტნიორმა - თინათინ რუხაძემგაუზიარეს. ღონისძიებას მოდერატორობას მედია ანტრეპრენერი და სტარტაპ კონსულტანტი დავითბაღაშვილი უწევდა.

მოხარული ვართ, რომ მოგვეცა საშუალება მომხმარებლებს fuckup nights ფორმატში შევხვედროდით. იმედიგვაქვს, რომ წარმატებული ადამიანებისგან გაზიარებული პროფესიული მარცხის ისტორიები მათმნიშვნელოვან შთაბეჭდილებებს შემატებს. ჩვენი მთავარი სათქმელია, რომ ნებისმიერი მარცხი წარმატებისსაფუძველია და ჩვენთან ერთად, ბოლო აუცილებლად კეთილია,”- ქეთევან მაღალაშვილი, ალდაგის ბრენდისგანვითარების და სტრატეგიული კომუნიკაციების უფროსი

Fuckup nights - მარცხის ისტორიების საღამო არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებსრომელზეც  წარმატებული ადამიანები, საკუთარსაქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებენ.  

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები