დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მარტში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუს მიაღწია

მარტში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუს მიაღწია

24-04-2023 18:05:27

მარტში საარსებო შემწეობა საქართველოს 676 641-მა სოციალურად დაუცველმა მოქალაქემ აიღო. 

თებერვალში საარსებო შემწეობა 672,209 ბენეფიციარმა მიიღო, სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით, მარტში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენოას 4 432 ადამიანი დაემატა. 

მარტში საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებზე ბიუჯეტიდან ჯამში 57 839 579 ლარი დაიხარჯა.

საარსებო შემწეობის მიმღებთა სტატისტიკა (საქსტატი) წილი საშუალო წლიურ მოსახლეობაში: 

2012 წელი - 435 961 ადამიანი; - 11,7%

2013 წელი - 437 238 ადამიანი;  -11,8%

2014 წელი - 432 487 ადამიანი; - 11,6 %;

2015 წელი - 376 776 ადამიანი; - 10,1%;

2016 წელი - 459 619 ადამიანი; - 12,3%;

2017 წელი - 450 423 ადამიანი;  - 12,1%; 

2018 წელი - 438 543 ადამიანი, - 11,8%;

2019 წელი - 441 448 ადამიანი; - 11,9%;

2020 წელი - 483 702 ადამიანი; - 13,0%;

2021 წელი - 587 524 ადამიანი; - 15,8%;

სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით, 2022 წელს საარსებო შემწეობა 652 096 ადამიანმა მიიღო; 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები