დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მაისში ინფლაცია შესაძლოა, კიდევ შენელდეს - გალტ & თაგარტის ეკონომისტი

მაისში ინფლაცია შესაძლოა, კიდევ შენელდეს - გალტ & თაგარტის ეკონომისტი

08-05-2023 09:34:43

გალტ & თაგარტის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე Business Insider Georgia-თან აპრილში წლიური ინფლაციის 2,7%-მდე შემცირებაზე საუბრობს. მისი პროგნოზით, ინფლაცია შესაძლოა მაისში კიდევ უფრო შენელდეს და 2%-ს ჩამოცდეს. 

„ინფლაცია აპრილში მოსალოდნელზე მეტად იყო შენელებული და 2,7% შეადგინა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ზოგადად 2,7%-იან ინფლაციაზე გავლენა აქვს ლარის გაცვლით კურსს, რაც მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა და როდესაც ლარი მყარდება, შესაბამისად იმპორტირებული პროდუქცია იაფდება. ეს უკვე ასახულია მთლიან ინფლაციაში.

მეორე ფაქტორი რაც მოქმედებს ინფლაციის შემცირებაზე, ეს არის მონეტარული პოლიტიკა, რომელიც კარგახანია გამკაცრებულია. ამას ემატება იმას, რომ როდესაც აშშ-ის ფედერალური სისტემა ამკაცრებს პოლიტიკას, ეს საქართელოზეც ახდენს გავლენას. ეროვნულ ბანკს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა აქვს და ამასაც დადებითი ეფექტი აქვს“, - ამობბს ქავთარაძე. 

მისივე თქმით, მაისის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სებ-მა სულ მცირე 0,5 პროცენტული პუნქტით შეამციროს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, „რადგან თუ შემდეგ თვეებში თვე თვესთან დეფლაცია კიდევ დაფიქსირდა, მოსალოდნელია, რომ წლიური ინფლაცია, წლის ბოლოსკენ უარყოფით გახდეს და ამ ფაქტორმა ფასების რყევა გამოიწვიოს“. 

ამასთან, გალტ & თაგარტის ეკონომისტი Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ ეროვნულ ბანკს მონეტარული განაკვეთოს 1-1,5 პროცენტული პუნქტით შემცირების საშუალება აქვს. 

შეგახსენებთ, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11% შეადგენს და ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილება 10 მაისს უნდა მიიღოს. 

რაც შეეხება ინფლაციას, აპრილში წლიური ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს დაუახლოვდა და 2.7% შეადგინა, ხოლო მარტთან შედარებით ფასები 0.7%-ით შემცირდა. ეროვნული ბანკის თვის მიმოხილვის შედეგად, აპრილში წლიური ინფლაციის შემცირება მეტწილად საწვავისა და მედიკამენტების ფასების კლებამ განაპირობა. 

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები