6 წლის წინ დაწყებული საოჯახო ბიზნესის წარმატებული მაგალითია ,,ტერასა სიღნაღი“, რომელიც უნიკალური ხედებით, ინტერიერით, მრავალფეროვანი სამზარეულოთი და სერვისებით გამორჩეული რესტორანია კახეთში. მომხმარებელთა სიმცირე აქ წელიწადის თითქმის არც ერთ სეზონზე არ იგრძნობა, თუმცა ყველაზე მეტ დატვირთვას აგვისტო-სექტემბერში ელოდებიან.
როგორც „ტერასა სიღნაღის“ თანადამფუძნებელი მარიამ ბეროშვილი Business Insider Georgia - თან ამბობს, მისაღების ფასით, მომსახურების პირობებით და კულინარიით მაქსიმალურად შეეცადნენ, რომ გამორჩეული ნიშა შეენარჩუნებინათ, რაც გამოუვიდათ კიდეც.
„ჩვენი ტერასიდან იშლება ულამაზესი ხედები, გადავყურებთ ალაზნის ველს, მთელ სიღნაღს და კავკასიონის ქედს, მართლა ზღაპრული სანახაობაა, რაც უცხოელ და ქართველ სტუმრებს იზიდავთ. სამზარეულოს შედგენისას თავიდანვე ქართულ და ევროპულ მიქსზე გაკეთდა არჩევანი და გაამართლა, ორივე მიმართულება ძალიან მოთხოვნადია. ვერ ვიტყვი, რომ ცუდი სეზონია, თუმცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მეტი აქტიურობა იგრძნობოდა. მაღალ დატვირთულობას აგვისტო-სექტემბერში ველოდებით. რაც შეეხება ფასებს, მაქსიმალურად შევინარჩუნეთ და სერვისი არ გავაძვირეთ. სხვა რესტორნებისგან განსხვავებით, ფასები ჩვენთან ყველაზე დაბალია“, - ამბობს მაია ბერიშვილი.
როგორს რესტორნის თანადამფუძნებელი ამბობს, სარესტორნო ბიზნესში თავიდანვე მთელი ოჯახი იყო ჩართული: და-ძმა და მშობლები. მინიმალური რესურსი ჩაიდო და ბიზნესი თანდათან, წლიდან წლამდე ვითარდებოდა. რესტორნის გარე სივრცე დაახლოებით 130 ადამიანისთვის არის განკუთვნილი.
შიდა სივრცეში 100-მდე ადგილია განსაზღვრული. „ტერასა სიღნაღი“ 2017 წლის ივლისში გაიხსნა. დაახლოებით 20-მდე ადამიანია დასაქმებული.
უახლესი