კაფე-სანაყინეების ქსელი ,,ლუკა პოლარე" აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პასკების წარმოებასა და გაყიდვებს იწყებს.
„რამდენიმე წელია ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ ჩვენს საფირმო პასკებს, გვაქვს 2 სახეობა, ერთი შოკოლადითა და ნუშით და მეორე ცუკატებით. პასკები ჩაშვებულია და ჩვენს სტუმრებს უკვე შეუძლიათ ჩვენს ფილიალებში შეიძინონ სასურველი სახეობა“, - აცხადებენ „ლუკა პოლარეში“.
„ლუკა პოლარე“ მომხმარებელს ორი სახეობის პასკას 750 გრამიან შეფუთვებში შესთავაზებს და პროდუქტის ღირებულებაა 25 ლარი იქნება.
„ვინც „ლუკას პოლარეს“ პროდუქციას იცნობს, კარგად იცის ჩვენი ხელწერა, როგორც სხვა პროდუქტები, პასკებიც ნატურალური ინგრედიენტებით და დიდი სიყვარულით მზადდება ჩვენი სტუმრებისთვის“,- აცხადებენ კომპანიაში.
ცნობისთვის, „ლუკა პოლარე“ კაფე-სანაყინეების ქსელია, რომელიც მომხმარებელს 80-მდე სახეობის ნაყინსა და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს. ბრენდი უკვე 16 წელია საქართველოს ბაზარზეა და ამ დროისთვის ფილიალები აქვს ბათუმში, ქობულეთში, რუსთავსა და ქუთაისში. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 250 ადამიანი, თანამშრომელთა რაოდენობა ახალი ფილიალების პარალელურად კიდევ გაიზრდება.
უახლესი