დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ლუკა პოლარე“ ბაქოში ბიზნესს აფართოებს

„ლუკა პოლარე“ ბაქოში ბიზნესს აფართოებს

13-02-2024 13:00:00

ლუკა პოლარემ ბაქოში რიგით მე-2 ფილიალი გახსნა.  ბრენდი საქართველოს ფარგლებს 2023 წლის ზაფხულში გასცდა და ბაქოში წარმოება და პირველი ფილიალი აგვისტოში გახსნა. მეორე, განსხვავებული კონცეფციის ფილიალი ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე 9 თებერვალს საზეიმოდ გაიხსნა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე სეზონზე ბაქოში კიდევ რამდენიმე ფილიალის გახსნა იგეგმება.

„ვაგრძელებთ საქართველოს ფარგლებს გარეთ განვითარებას. ამ ეტაპზე ბაქოში გავხსენით განსხვავებული კონცეფციის ფილიალი, რომელიც გამორჩეულია, როგორც დიზაინით, ასევე პროდუქტის მრავალფეროვნებით. ფილიალში მოწყობილია საბავშვო სივრცე, რომელიც ასევე სიახლეა. მიმდინარე სეზონზე ბაქოში კიდევ რამდენიმე ფილიალის გახსნა გვაქვს დაგეგმილი. ვფიქრობ, ახალ სეზონს ბაქოში აქტიურად შევხვდებით!“ - ამბობს კომპანიის დირექტორი თეა თაბაგარი.

აზერბაიჯანის ფილიალებს და წარმოებას სრულად ქართული მენეჯმენტი მართავს, თუმცა ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტდა, როგორც სერვისის, ასევე წარმოებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტები.

ლუკა პოლარე კაფე-სანაყინეების ქსელია, რომელიც მომხმარებელს 100-მდე სახეობის ნაყინს და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს. ბრენდი უკვე 15 წელია ოპერირებს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 5 ქალაქშია წარმოდგენილი: თბილისში - 16 ფილიალი, ბათუმში -5, ქობულეთში - 1, ქუთაისში - 1, რუსთავში - 1, აზერბაიჯანში კი ბაქოში - 2 ფილიალით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები