ლონდონში დღეიდან კენსინგტონის #10-ში Entrée-ს მეოთხე ფილიალი გაიხსნა. ინფორმაციას ბრენდი Facebook-ზე ავრცელებს.
„ქვეყნის გარეთ მაღალი ნიშა გვიჭირავს და ჩვენი ბრენდი უკვე მაღალი მოთხოვნითაც სარგებლობს. ყველგან, სადაც ჩვენი ფილიალებია, ინტერესი მუდმივად მზარდია. ყველგან, სადაც გაიხსნა“ Entrée, აქცენტი მაღალ სტანდარტზეა, შესაბამისად, მოსწონთ ჩვენი სერვისები და მოთხოვნაც აქტიურია.
ყველგან გვყავს კმაყოფილი მომხმარებელი, შესაბამისად, ტენდენციას ვაგრძელებთ და გლობალურ ბაზარზე ჩვენი მომსახურების არეალიც ფართოვდება. 2023 წლის ნოემბრის ბოლოს ლონდონში, კენსინგტონზე რიგით მეოთხე ფილიალს ვხსნით, რასაც დეკემბრის დასაწყისში ბაქოში რიგით მერვე ფილიალი დაემატება“, - აცხადებს Business Insider Georgia-თან ომპანიის წარმომადგენელი.
მისი თქმით, Entrée ქვეყნის გარეთ მოთხოვნადია როგორც ქართველ ემიგრანტებში, ასევე დიდი მოწონებით სარგებლობს დანარჩენ მოსახლეობაშიც, სადაც კომპანიის ფილიალია განთავსებული.
2 დეკემბერი ,,ანტრეს“ საიუბილეო თარიღია, კომპანიას 15 წელი უსრულდება და ფილიალების დამატება მომავალშიც გეგმაში.
უახლესი
5 საათის წინ
"ფრუტერა" 2025 წელს ექსპორტზე გასვლას გეგმავს