დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლონდონი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ - მარიამ ქვრივიშვილი

ლონდონი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ - მარიამ ქვრივიშვილი

14-12-2023 15:00:28

საქართველოს მთავრობა პირდაპირი რეისების დანიშვნაზე მოლაპარაკებებს ბრიტანულ კომპანიებთან აწარმოებს. როგორც  Business Insider Georgia-სთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ლონდონი არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რაზეც აქტიურად მიდის მუშაობა.

„საკმაოდ გრძელი და რთული პროცესია. აქაც გვინდა, რომ ვიყოთ გულწრფელები. ზოგადად ლონდონის მთავარი აეროპორტი, ჰითროუს აეროპორტი არის მსოფლიოში ყველაზე ძვირი აეროპორტი. ეს არის შორი მანძილის ფრენა და ავიაკომპანიების საოპერაციოდ საკმაოდ მაღალი ხარჯების მქონე მიმართულება გამოდის. მეორეს მხრივ საქართველოს მოქალაქეებს კვლავ სჭირდებათ ვიზა ბრიტანეთში სამოგზაუროდ, რაც გარკვეულ დროსთან და ფინანსებთანაცაა დამოკიდებული. ვიზის მოსაკრებელი საკმაოდ მაღალია და აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ავიაკომპანიები უყურებენ ორმხრივ მგზავრთნაკადს იმისთვის, რომ მათ გაამყარონ მათი ფინანსური მოდელი, მაგალითად როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ თბილისზე პირდაპირი ფრენების დანიშვნაზე.

თუმცა ყველაფრის მიუხედავად, საქართველო განაგრძობს იყოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული მიმართულება, ჩვენ ვმუშაობთ და კიდევ უფრო ვიმუშავებთ ბრიტანეთში ჩვენი ტურისტული პროდუქტის წარდგენასა და პოპულარიზაციაზე. სწორედ ამიტომ, გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკებები კონკრეტულ ავიაკომპანიებთან და ვფიქრობთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით უახლოეს მომავალში ჩვენს საზოგადოებას და კერძო სექტორს ძალიან პოზიტიურ ინფორმაციით დავუბრუნდებით“, - ამბობს მარიამ ქვრივიშვილი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები