„ლიბერთი ბანკისა“ და „ფარმადეპოს“ ურთიერთთანამშრომლობა გრძელდება. „ლიბერთის“ უფროსი თაობის მომხმარებლები და სოციალური ბარათის მფლობელები, საქართველოს მასშტაბით, 280-ზე მეტ აფთიაქში, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 2 200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტებს ყოველდღიურად გაუმჯობესებული პირობებით, ყველაზე დაბალი ფასით შეიძენენ.
„ლიბერთის“ ბარათით გადახდისას სპეციალური ფასები ვრცელდება ყველაზე მოთხოვნად – კარდიოლოგიურ, გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინულ, ანტიკოაგულანტურ, ძვალ-კუნთოვან, დიაბეტურ და ოფთალმოლოგიურ მედიკამენტებზე.
უახლესი