დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლარში დაკრედიტება გაიზარდა, დოლარში შემცირდა

ლარში დაკრედიტება გაიზარდა, დოლარში შემცირდა

26-08-2024 19:00:00

კომერციული ბანკების დაკრედიტება (ბანკთაშორისი სესხების გარდა), ივლისში 200 მილიონით შემცირდა, ივნისის 970 მილიონიანი ზრდის შემდეგ. 

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კლება ძირითადად სავალუტო სესხების ხარჯზეა. ივლისში ბანკების პორტფელი 600 მილიონზე მეტითაა შემცირებული.

როგორც იცით, სებ-მა სავალუტო დაკრედიტების ზღვარი ჯერ 300 000-მდე, შემდეგ კი 400 000 ლარამდე გაიზარდა. მსესხებელს თუ შემოსავალი ლარში აქვს და მისი ჯამური ვალდებულებები 400 000 ლარზე ნაკლებია, კრედიტორს სესხის გაცემის უფლება მხოლოდ ლარში აქვს.

ივლისში ლარის სესხები  400 მილიონით გაზრდილია და პირველი აგვისტოსთვის 31.861 მლრდ ლარს შეადგენს. 

სესხების მთლიანი მოცულობა კი 57.142 მლრდ ლარია.

სესხების ლარიზაცია ივლისში 55.8%-მდეა გაზრდილი (L/Y - 54.8%).

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები