დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლარს არაფერი ემუქრება - პაატა კვიჟინაძე

ლარს არაფერი ემუქრება - პაატა კვიჟინაძე

16-05-2024 23:29:00

აქციების და განცხადებების პერიოდში, მოხდა ის, რაც მოხდა. მე რა ინფორმაციაც მაქვს და ეროვნული ბანკი რასაც აკვირდება, არაფრის საშიშროება არ არის“,- ამბობს  პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე.

მისი თქმით, ლარს არაფერი ემუქრება და შექმნილი ვითარება ფუნდამენტურ ცვლილებებს ვერ გამოიწვევს. 

„საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს მსოფლიოში. სავალუტო ფონდიც ადასტურებს, რომ უახლოეს 10 წელიწადში საქართველო სამეულში იქნება განვითარების კუთხით. ამიტომ არ არის იმის საშიშროება, რომ დროებითმა სიტუაციამ რაიმე ფუნდამენტური ცვლილება გამოიწვიოს. ეს გამოწვეულია მიმდინარე პროცესებით, ემოციებით და საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს ყველანაირი საშუალება, რომ ეს მცირეხნიანი დაძაბულობა განმუხტოს. ლარს არაფერი ემუქრება - არის მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინვესტიციები და სარეიტინგო სიტუაციაც გაუმჯობესებულია. 

ასეთი ჩავარდნები იყო, როდესაც მაგალითად პანდემია მოხდა, როდესაც ომი დაიწყო უკრაინაში და ა.შ. ასეთ დროს მსგავსი რაღაცები ხდება. უკრაინის ომის შემდეგ მსგავსი ვითარება არც ყოფილა, ხალხი უყურებს, რომ ეკონომიკა ვითარდება. ახლა ამ აქციების და განცხადებების პერიოდში, მოხდა ის რაც მოხდა. მე რა ინფორმაციაც მაქვს და ეროვნული ბანკი რასაც აკვირდება, არაფრის საშიშროება არ არის“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ პაატა კვიჟინაძე.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები