თბილისის საკრებულო „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე ორი ცათამბჯენის მშენებლობის საკითხზე მსჯელობს.
საკრებულომ დასკვნა უნდა მიიღოს. ოპოზიცია თბილისის ცენტრში, 40 და 52 სართულიანი შენობების აგებას ეწინააღმდეგება. მმართველ გუნდში კი მიიჩნევენ, რომ ოპონენტები ორმაგი სტანდარტებით მოქმედებენ და ამტკიცებენ, რომ პროექტის ფარგლებში, „ლაგუნა ვერეს“ ისტორიული შენობის შენარჩუნება მოხერხდება.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელება ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სრულ შესაბამისობაშია გენგეგმასთან. მისივე განმარტებით, შესაბამისად, რაიმე საფრთხეებზე საუბარი ვერ იქნება.
„ოპოზიციის მხრიდან ეს არის მათი დღის წესრიგი და ისინი ყოველთვის ამა თუ იმ გადაწყვეტილებას მესაკუთრის სახელითა და გვარებით აფასებენ. შესაბამისად, ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ და ვიღებთ პასუხისმგებლობას ზოგადად. ქალაქი განვითარებაზე. ქალაქი განვითარდება და ამგვარი ინვესტიციები, საინვესტიციო პროექტები ჩვენთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება დადებითი“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
უახლესი
1 საათის წინ
JetBlue 2 მილიონი დოლარით დაჯარიმდა