დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქვეყნის სასტუმროები 2022 წელს 61.9%-ით მეტ სტუმარს მოემსახურნენ

ქვეყნის სასტუმროები 2022 წელს 61.9%-ით მეტ სტუმარს მოემსახურნენ

25-08-2023 13:54:10

2022 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 4.9 მილიონ სტუმარს მოემსახურა, რაც 61.9 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. სტუმართა 60.5 პროცენტს უცხოელები წარმოადგენდნენ. მათგან უმეტესობა, 488.9 ათასი (16.4 პროცენტი), ისრაელის მოქალაქე იყო, რაც 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 4.3-ჯერ მეტია. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულები უცხოელი სტუმრების 6.2 პროცენტს შეადგენდნენ, რომელთა უმეტესობა გერმანიისა (29.4 პროცენტი) და პოლონეთის (28.0 პროცენტი) მოქალაქეები იყვნენ.

2022 წელს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებს უმეტესად სტუმრობდნენ რეკრეაციისა და დასვენების მიზნით (72.1 პროცენტი).

სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში რეკრეაციისა და დასვენების მიზნით განთავსებული უცხოელი სტუმრების უმეტესობას ისრაელისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები წარმოადგენდნენ (შესაბამისად, 18.8 და 14.5 პროცენტი). აღნიშნული მიზნით სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში განთავსებული უცხოელი სტუმრების რაოდენობის განაწილებას ქვეყნების მიხედვით ასახავს ქვემოთ მოცემული დიაგრამა.

2022 წელს საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებული იყო 23 259 ადამიანი, რომელთა უმეტესობას (56.4 პროცენტი) ქალები წარმოადგენდნენ.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები