დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქვეყნის გარეთ საბანკო ბარათებით გადახდები 2023 წლის მაქსიმუმზეა

ქვეყნის გარეთ საბანკო ბარათებით გადახდები 2023 წლის მაქსიმუმზეა

04-09-2023 12:00:20

ივლისში რეზიდენტი ემიტენტების მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათებით ქვეყნის გარეთ განხორციელებული ოპერაციების მოცულობამ 671 273 000 ლარი შეადგინა, რაც მიმდინარე წლის მაქსიმუმია.

სებ-ის მონაცემების თანახმად, საზღვარგარეთ განხორციელებული ოპერაციები ივლისში ივნისთან შედარებით 5,1%-იან ზრდას აჩვენებს, რადგანაც 2023 წლის ივნისში ქვეყნის ფარგლებს გარეთ  საგადახდო ბარათებით 638 556 000 ლარის ოდენობის თანხა გადაიხადეს.

წლიურ ჭრილში კი ზრდა 41%-ია, რადგანაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში საზღვარგარეთ ბარათებიდან 475 964 000 ლარის გადახდა დაფიქსირდა.

ივლისში საზღვარგარეთ ბარათები გადახდილი საერო თანხიდან 90,5%-ის გადახდა პოს-ტერმინალების, იმპრინტერებისა და ინტერნეტის საშუალებით მოხდა, სულ საუბარია 607 463 000 ლარზე.

ივლისში საზღვარგარეთ 63 811 000 ლარის ტრანზაქციები კი ბანკომატების საშუალებით განხორციელდა. 
 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები