კაკლის იმპორტი 58%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 5,438.20 ათასი დოლარის 1,482.05 ტონა ნაჭუჭგაცლილი კაკალი იყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ნაჭუჭგაცლილი კაკლის იმპორტმა 936.92 ტონა შეადგინა. საქართველოსთვის ნაჭუჭგაცლილი კაკლის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა უზბეკეთია, რომელზედაც ნაჭუჭგაცლილი კაკლის იმპორტის 37%-ი მოდის.
ქვეყნები, საიდანაც საქართველო ნაჭუჭგაცლილ კაკალს ყიდულობს:
უზბეკეთი - 554.42 ტონა,
ყირგიზეთი - 385.76 ტონა,
უკრაინა - 276.54 ტონა,
ჩინეთი - 263.89 ტონა,
თურქეთი - 1.12 ტონა,
იტალია - 0.31 ტონა,
ისრაელი - 0.02 ტონა.
2023 წელს ქვეყანამ რეკორდული რაოდენობის ნაჭუჭგაცლილი კაკალი იყიდა, საუბარია 2,295.19 ტონაზე, რაშიც 7,113.76 ათასი დოლარი გადაიხადა.
უახლესი
43 წუთის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია