ხილისა და ბოსტნეულის კონსერვის მსხვილი ქართული მწარმოებელი კომპანია ,,კულა“ 2023 წლის შედეგს აჯამებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ვანო გოგლიძე Business Insider Georgia- თან ამბობს, წლის მთავარი გამოწვევა ნედლეულის სიმცირეა, რაც უამინდობამ გამოიწვია და ფაქტობრივად ყველა სახეობაში პრობლემა შექმნა, განსაკუთრებით კი ვაშლის მოსავალი შემცირდა, სადაც დანაკარგი 35%-ს აღწევს.
,,წარმოებასთან დაკავშირებით წელს პრობლემაა, ვინაიდან ნაკლებად მოსავლიანი წელი იყო. მთლიანობაში, ნედლეულში 15%- იანი დანაკარგია. შესაბამისად, წარმოებაშიც ამდენივე კლებაა. ვაშლის მოსავალი რომ ავიღოთ, დაახლოებით 35%-ით შემცირდა. მიუხედავად ამისა, ექსპორტზე სტაბილურობაა. საექსპორტო მაჩვენებლების შენარჩუნება საქართველოს ბაზრის ხარჯზე მოხდა. თვითრეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე შევამცირეთ, სამაგიეროდ, ახალი საექსპორტო ბაზრები დავამატეთ: მოლდავეთი, ალბანეთი, საუდის არაბეთი და ევროპის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ბულგარეთი. ჯამურად მიერ 15 ათასი ტონაზე მეტი ნედლეული გადამუშავდა, წარმოებული პროდუქტების დასახელება კი 150-ს აღწევს", - ამბობს ,,კულას" დამფუძნებელი.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ,,კულა" ექსპორტზე 26 ქვეყანაში გადის.
კომპანია ნედლეულის 95% პროცენტს ადგილობრივი ფერმერებისა და გლეხებისგან იბარებს.
კომპანია 2009 წლიდან არსებობს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით გამოირჩევა. ამჟამად კომპანია კულას გააჩნია 5 საწარმო, აქედან, 4 მდებარეობს გორში და 1 ახალციხეში.
უახლესი