დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კონსტანტინე ზარნაძე: ,,მოსახლეობა პასუხს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გაგცემთ’’

კონსტანტინე ზარნაძე: ,,მოსახლეობა პასუხს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გაგცემთ’’

20-02-2024 16:46:00

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა კონსტანტინე ზარნაძემ გამოსვლა ოპოზიციისადმი მიმართვით დაიწყო და ბიუჯეტის თაობაზე მათ გამოსვლებს გამოეხმაურა.

„როდესაც ბიუჯეტთან დაკავშირებით დარბაზში სიტყვა „უპრეცედენტო“ გაჟღერდა, არაერთი თქვენგანის სახეზე ღიმილი შევამჩნიე. საინტერესოა, რა არის აქ სასაცილო. დიახ, ჩვენი მმართველობის პერიოდში უპრეცედენტოდ ბევრი საქმე გაკეთდა და კიდევ გაკეთდება. ამის თქმის საფუძველს კონკრეტული საქმეები იძლევა, რასაც კარგად ხედავს მოსახლეობა“,  -  აღნიშნა კონსტანტინე ზარნაძემ.

მან ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა, როგორებიცაა გლდანის რაიონში პატარა ტბის რეაბილიტაცია და კიდევ ერთი საქალაქო მნიშვნელობის რეკრეაციული სივრცის შექმნა.

კონსტანტინე ზარნაძემ  სატრანსპორტო რეფორმის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ამ მნიშვნელოვან რეფორმას არ უჭერს მხარს.

„რაც შეეხება ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამას, მას სპეციალური წესები არეგულირებს და თუ თქვენ შეძლებთ და ყველა წესსა და პირობას დააკმაყოფილებინებთ რომელიმე კორპუსს, პირობას გაძლევთ, რომ არცერთი კორპუსის ჩანაცვლება არ დაყოვნდება“,  -  მიმართა ოპოზიციონერ კოლეგებს კონსტანტინე ზარნაძემ.

ის ასევე მედიკამენტების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით გლდანის რაიონის მცხოვრებლებისთვის 2 მილიონზე მეტი ლარია გახარჯული.

„ასე რომ, დღევანდელი თქვენი გამოსვლა ცინიზმით იყო სავსე, რაზე მოსახლეობა პასუხს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გაგცემთ“,  -  განაცხადა საკრებულოს წევრმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები