კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა, ნიკოლოზ ყაველაშვილმა სტუდენტების ხელშეწყობის, მათი კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერების და ექსპერტულ/მეთოდოლოგიური დახმარების გაძლიერების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.„ილიაუნის უნივერსიტეტის აკადემიურო სექტორის და ბიზნესის სკოლის სტუდენტების ჩართულობა კონკურენციის პოლიტიკის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ასევე ანტიდენპინგური კვლევითი ღონისძიებების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია. მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა, პროფესიული გაძლიერება და მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით სააგენტოში უკვე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა", - განაცხადა შეხვედრაზე ირაკლი ლექვინაძემ.
შეხვედრაზე, მხარეები ორმხრივ დონეზე შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ - სტუდენტების პროფესიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერებას, ერთობლივ ფორმატში სამეცნიერო პროექტებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას.
უახლესი
4 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე6 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა6 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს6 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი 7-თვიან მაქსიმუმზეა