საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, კომპანია „ზუმერი ჯორჯიასთან" პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. საკითხი ეხებოდა მოქალაქე ვერონიკა კვიტაიშვილის განცხადებას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.
სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანიას დაევალა:
· შეცვალოს კომპანიის შიდა პოლიტიკა და შეუსაბამოსკანონის მოთხოვნებს;
· მომხმარებელს ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს კანონით განსაზღვრულიინფორმაცია, მათ შორის ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებულივალდებულების შესახებ;
· აღნიშნული ინფორმაცია განათავსოს ვებგვერდზეwww.zoommer.ge და კომპანიის სხვა ნებისმიერ ონლაინპლატფორმაზე. ასევე, უზრუნველყოს სარეალიზაციომაღაზიაში და ვებგვერდზე განთავსებულ საქონელზე/მომსახურებაზე გასაყიდი ფასის მკაფიო და გასაგებიფორმით მითითება;
· აღადგინოს იმ მომხმარებელთა უფლებები, რომელთაცსავარაუდოდ, წარსულში მის მიერ კანონითგანსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისშედეგად ზიანი მიადგათ.
გაფორმებული პირობითი ვალდებულების შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია განხორციელებული ქმედებების შესახებ, 1 (ერთი) თვის ვადაში, სააგენტოს შესრულებული ვალდებულებების მტკიცებულებები წარუდგინოს.
ინფორმაციისთვის: 2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლისაპრილის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 213განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 135 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. 6 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ - მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 59 საქმეზე - 35 შეთანხმება გააფორმა. ამავე პერიოდში, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 9 დარღვევის ფაქტი - 22 საქმეზე, ხოლო 3 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა.
უახლესი
14 საათის წინ
როგორია საქპატენტის და ბიზნესის თანამშრომლობა15 საათის წინ
2025 წელს წარმოების ზრდას ვგეგმავთ - ,,ჩაროზი"