დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კომპანია „ზუმერი" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

კომპანია „ზუმერი" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

19-09-2024 15:53:00

„ზუმერი", რომელიც 2009 წლიდან ოპერირებს ტექნიკის ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს, მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ციფრულ ტექნიკას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ამ წლების განმავლობაში კომპანია წარმატებით პოზიციონირებს საცალო გაყიდვებში და სტაბილურად იკავებს ლიდერ პოზიციას. 

საქართველოს მასშტაბით, როგორც აღმოსავლეთით ასევე დასავლეთით ზუმერის მაღაზიათა ქსელი წარმოდგენილია 18 ფილიალით.

საცალო ქსელთან ერთად კომპანიაში სტრატეგიული მიმართულებებია საბითუმო, კორპორატიული და E-commerce გაყიდვები, სადაც ასევე ბაზრის მნიშვნელოვან წილს იკავებს.
კომპანიის წარმატების მთავარ ფორმულას ციფრულ სამყაროში სიახლეების სადარაჯოზე მუდმივად ყოფნა განაპირობებს, ასევე გამართული ლოჯისტიკური სისტემა, ბრენდის კომუნიკაცია და მომხმარებლისთვის აქტუალური/საჭირო პროდუქციის ზუმერულ ანუ საუკეთესო ფასად შეთავაზება.
„მივესალმებით ციფრული ტექნიკის ბაზარზე საკმაოდ მსხვილ ოპერატორ კომპანიას „ზუმერს", რომელიც 2009 წლიდან ფუნქციონირებს და მრავალწლიანი წარმატების ისტორიას ითვლის. სწორედ ასეთი მსხვილი ოპერატორები ქმნიან ქვეყნის ეკონომიკურ დოვლათს და აძლიერებენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. მივესალმებით „ზუმერს" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის რიგებში და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა პროდუქტიული და ორმხრივად სასარგებლო იქნება" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები