დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კომპანია Step Energy მომხმარებელს განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელების სრულ ციკლს სთავაზობს

კომპანია Step Energy მომხმარებელს განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელების სრულ ციკლს სთავაზობს

15-07-2024 12:00:00

კომპანია Step Energy გარდა იმისა, რომ ბაზარს განახლებადი ენერგიის მიმართულებით სხვადასხვა სერვისებს სთავაზობს, თავადაც არის ინვესტორი და როგორც Business Insider Georgia-სთან  კომპანიის პარტნიორმა მარკ სანდლერმა განაცხადა, კომპანია მზის ელექტროსადგურების გარდა, ქარის სადგურების განვითარებასაც გეგმავს

ზოგადად, სფერო ძალიან სწრაფად ვითარდება, უკვე 85 მგვტ-მდე მზის ელექტროსადგურებია დამონტაჟებული საყოფაცხოვრებო და კომერციულ ობიექტებზე. ჩვენი კომპანია თანდათან ამატებს ახალ სერვისებს და ვითარდება. ჩვენ საქართველოში Sungrow-ს ინვერტორების დისტრიბუტორები და სერვისის მიმწოდებლები ვართ. Sungrow მზის ინვერტორების მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა მსოფლიოში“, - აღნიშნა  მარკ სანდლერმა.

2020 წლიდან მოყოლებული, Step Energy ქართულ და საერთაშორისო ბაზარს სთავაზობს მზის და ქარის ელექტროსადგურების განვითარებას, ელექტრო პარკინგის მოწყობას და ენერგოეფექტურ გადაწყვეტილებებში დახმარებას.

განახლებადი ენერგიის ელექტროსადგურების განვითარების ხანგრძლივი გამოცდილება და ღრმა ცოდნა გვაქვს პროექტების წარმოების მთელ ციკლში. როგორც EPC (Engineering, Procurement, Construction/პროექტირება, შესყიდვა, მშენებლობაკომპანია, ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები პროექტის განვითარების მთელ გზაზე, დაპროექტებიდან აღსრულებამდე.

აუცილებელია გადავდგათ ნაბიჯი მწვანე მომავლისკენ, შევქმნათ მეტი სუფთა და განახლებადი ენერგიის წყარო ჩვენი უკეთესი მომავლისთვის. ამიტომ გვჯერა, რომ ჩვენი განხორციელებული თითოეული პროექტი ხელს უწყობს საქართველოს და მსოფლიოს მდგრად ენერგო და ეკონომიკურ განვითარებას.

ჩვენ ვქმნით განახლებად ენერგიას, ჩვენ ვქმნით მომავალს“, - აღნიშნულია კომპანიის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები