კომპანია „ფრუტერას“ პროდუქცია მალე ბაზარზე ახალი შეფუთვით გამოჩნდება. ამ მიზნით კომპანიამ ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებულ პროექტში „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) გაიმარჯვა. პროექტის აღნიშნულ ფაზას სულ 22 გამარჯვებული ჰყავს, რომლებმაც საკუთარი საწარმოს შექმნისა და გაფართოების მიზნით, ჯამში ნახევარ მილიონ ლარზე მეტ დაფინანსება მოიპოვეს.
„ჩვენ წარმოვადგენთ კომპანია „ფრუტერას“. „ფრუტერას“ საწარმო მდებარეობს ქარელის რაიონის სოფელ დირბში და ვაწარმოებთ 100%-ით ნატურალურ, 20 დასახელების ჩირს და ტყლაპს. მოპოვებული დაფინანსებით ვაპირებთ შესაფუთი დანადგარის შეძენას. ამის შემდეგ კი ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილი იქნება ისეთ შეფუთვაში, რომელიც გადამუშავებადია, რეციკლირებადია. გარდა ამისა პროდუქციას შეინახავს უფრო დიდი ხნის განმავლობაში და შესძენს უფრო მეტ სასაქონლო ღირებულებას“, - განაცხადა Business Insider Georgia-სთან „ფრუტერას“ თანადამფუძნებელმა დავით გელუტაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ RDYE პროექტს ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია Mercy Corps. პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.
უახლესი