დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კომერციულ ბანკებში მომხმარებელთა მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა შემცირდა

კომერციულ ბანკებში მომხმარებელთა მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა შემცირდა

06-01-2025 15:00:00

ნოემბერში კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 2 054 ერთეული პრეტენზია შეადგინა, რაც ოქტომბრის მაჩვენებლებთან 29%-იანი კლებაა, ხოლო 2023 წლის ნოემბრის მაჩვენებლებთან 1%-იან კლებას გულისხმობს. სებ-ის ინფორმაციით, 2024 წლის ოქტომბერში კომერციულ ბანკებში მომხმარებელთა მხრიდან  2 908 პრეტენზია დაფიქსირდა, ხოლო 2023 წლის ნოემბერში 2 072 პრეტენზია.

ნოემბერში დაფიქსირებული პრეტენზიებიდან ყველაზე მეტი, საუბარია 62%-ზე მიმდინარე ანგარიშთან/სადებეტო ბარათთან დაკავშირებული პრეტენზიები იყო. მხოლოდ ნოემბერში სამომხმარებლო სესხთან დაკავშირებით კომერციულ ბანკები 260 პრეტენზია დაფიქსირდა.

რაც შეეხება პრეტენზიის ხასიათის მიხედვით სტატისტიკას, ის ასე გამოიყურება:

  • ტრანზაქციები - 1144 პრეტენზია,
  • ადმინისტრაცია/მომსახურება - 406 პრეტენზია,
  • ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებული პრეტენზიები - 203 პრეტენზია,
  • ჯარიმები და ვადაგადაცილების საკომისიოები - 60 პრეტენზია,
  • მომსახურების საკომისიოები - 59 პრეტენზია,
  • თანამშრომლის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაცია - 37 პრეტენზია,
  • მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა - 25 პრეტენზია,
  • ეთიკასთან დაკავშირებული - 25 პრეტენზია,
  • საპროცენტო შენატანები - 18 პრეტენზია,
  • რეკლამა, გაყიდვები, რჩევები - 9 პრეტენზია,
  • სხვა გადასახდელები - 7 პრეტენზია,
  • კრედიტის წინსწრებით დაფარვის საკომისიო - 4 პრეტენზია,
  • პრეტენზიები დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულების მხარის მიერ მესამე პირებთან დაკავშირებით - 0 პრეტენზია,
  • სხვა  - 58 პრეტენზია.

პრეტენზიის დამუშავების სტადიის მიხედვით:

  • განხილვა დასრულებულია, კომერციულმა ბანკებმა პრეტენზია უსაფუძვლოდ მიიჩნიეს - 1 003
  • კომერციული ბანკების მიერ პრეტენზიის განხილვა არ დასრულებულა -  648
  • განხილვა დასრულებულია, კომერციულმა ბანკებმა პრეტენზია საფუძვლიანად მიიჩნიეს -   398
  • განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი - 5.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

9 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები