დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კომერციულ ბანკებში ფიზიკური პირების ვადიანი დეპოზიტები ლარში რეკორდულ ნიშნულზეა

კომერციულ ბანკებში ფიზიკური პირების ვადიანი დეპოზიტები ლარში რეკორდულ ნიშნულზეა

25-05-2023 12:30:44

2023 წლის აპრილის მდგომარეობით კომერციულ ბანკებში ფიზიკური პირების მიერ ეროვნული ვალუტით განთავსებული  მოთხოვნამდე დეპოზიტების მოცულობამ 7 329 845 000 ლარი შეადგინა, რაც მარტთან შედარებით 4%-იან ზრდას, ხოლო გასული წლის აპრილთან შედარებით 38%-იან ზრდას აჩვენებს.

რაც შეეხება ვადიანი დეპოზიტების მოცულობას, რომელიც 2023 წლის აპრილის მაჩვენებლებით 4 136 665 000 ლარს შეადგენდა, თვიურ ჭრილში 5%-იან ზრდას, ხოლო წლიურ ჭრილში 30%-იან ზრდას აფიქსირებს.

აღსანიშნავია, რომ კომერციულ ბანკებში ფიზიკური პირების მიერ ეროვნული ვალუტით განთავსებული ვადიანი დეპოზიტები აპრილის მდგომარეობით რეკორდულ მაჩვენებელზეა.

ვადიან დეპოზიტებში ლიდერობას 6-12 თვემდე დეპოზიტები ინარჩუნებს, რომელზედაც მთლიანი დეპოზიტების 42%-ი მოდის. მეორე პოზიციაზე 1 წელზე მეტი ხნიანი დეპოზიტებია, რომელსაც აპრილის მდგომარეობით ბაზრის 34%-ი უკავია.

რაც შეეხება ლარში დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს მოთხოვნამდე დეპოზიტების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 11,1%-ია, ხოლო ვადიანის - 12,1%-ი. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები