დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კოკა კოლა საახალწლოდ, შუშის ბოთლებში კლასიკური შეფუთვით, ლიმიტირებულ მოცულობას გამოიტანს

კოკა კოლა საახალწლოდ, შუშის ბოთლებში კლასიკური შეფუთვით, ლიმიტირებულ მოცულობას გამოიტანს

09-12-2023 09:36:00

კოკა-კოლამ საახალწლოდ შუშის ბოთლებში კლასიკური შეფუთვით ლიმიტირებული მოცულობა ჩამოასხა. ბაზარზე ამ შეფუთვითა და სლივის ეტიკეტით კოკა კოლა მალე გამოჩნდება. 

„ათწლეულების განმავლობაში გამორჩეული სადღესასწაულო გლობალური კამპანიების შემდეგ, წლევანდელი სადღესასწაულო სეზონი აღსავსე იქნება კოკა-კოლას ნამდვილი მაგიით, რადგანაც ნოემბერსა და დეკემბერში კამპანია  მიზნად ისახავს ყველა ჩვენგანში გააღვიძოს სანტა კლაუსი“, - აცხადებენ კომპანიაში.

ამასთა, წელს კოკა კოლას ახალი წლისა და შობისთვის ახალი სლოგანი აქვს: 

„წლევანდელ შობას კოკა-კოლა ყველა ჩვენგანში ასხივებს სანტა კლაუსის სულისკვეთებას“

წლევანდელი საშობაო კამპანიით - „მსოფლიოს სჭირდება მეტი სანტა",  კოკა-კოლა სანტას სულისკვეთებას თითოეულ ჩვენგანში აძლიერებს.

კოკა-კოლასთვის შობა მუდამ იყო ადამიანური ურთიერთობის ნამდვილი ჯადოსნური ზეიმი და ადამიანთა შეკრება კოკა-კოლასა და სადილზე, რათა ერთმანეთს გაუზიარონ უფრო მეტი, ვიდრე ეს სუფრაზე არსებული საკვებია.

ახალი დიზაინი გადმოგვცემს სადღესასწაულო სიხარულს და სანტა კლაუსისა და კოკა-კოლას საშობაო აქსესუარების ერთიან ფონზე დღესასწაულის დაწყებას იუწყება“, - აცხადებენ კომპანიაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები