დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კობი-ქვეშეთის გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ზამთარში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღარ შეიზღუდება - გიორგი წერეთელი

კობი-ქვეშეთის გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ზამთარში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღარ შეიზღუდება - გიორგი წერეთელი

09-07-2024 20:00:00

ამ დროისთვის მიმდინარეობს კობი-ქვეშეთის გზის 23-კილომეტრიანი გზის მშენებლობა.  ეს არის ნატახტარი-ჟინვალი-ყაზბეგის მიმართულება. პროექტის ფარგლებში უკვე გაიჭრა ყველაზე გრძელი 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი, - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა  გიორგი წერეთელმა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორთან გიორგი აბაშიშვილთან საუბრისას განაცხადა. .

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია გადაადგილების დროის შემცირების გარდა, იმ პრობლემის გადაჭრის თვალსაზრისით, რომელი ამ რეგიონს ჰქონდა. კერძოდ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში წელიწადში 98 დღის განმავლობაში დაკეტილი იყო გზა, რადგან თოვლისა და ყინვის გამო შეუძლებელი იყო გუდაური-კობის მონაკვეთის გადაკვეთა. გვირაბი და ახალი გზა იქნება იმ პრობლემის გადაჭრა, რომელიც ყოველთვის ჰქონდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ გუდაურს ახალი 5 კილომეტრიანი უსაფრთხოდ მისასვლელი გზა ექნება“, - განაცხადა გიორგი წერეთელმა.

ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზის და გვირაბების მშენებლობა გრძელდება. პროექტის ფარგლებში უკვე გაიჭრა ყველაზე გრძელი 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი. ახალი 9 კმ-იანი გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება.

პროექტი 2 მონაკვეთადაა დაყოფილი, რომლის ფარგლებშიც შენდება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი, 5 გვირაბი და რეაბილიტირდება 1 ხიდი. ამუშაოები გრძელდება ხუთივე ხიდზეც, სადაც ბურჯებისა და ხიმინჯების მოწყობა მიმდინარეობს.

ახალი გზის დასრულების შემდეგ, კობის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა ზამთარში აღარ შეიზღუდება, ხადას ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა ზამთარში შეინარჩუნებს კავშირს გარესამყაროსთან და ექნებათ შეუფერხებელი წვდომა ყველა საჭირო და აუცილებელ მომსახურებაზე .

საფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებასთან ერთად, ახალი გზა შეამცირებს გადაადგილების დროსაც.

ამჟამად ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 საათამდე სჭირდება, ზვავსაშიშროების გამო კი, ხშირად მოძრაობა იკრძალება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ, მონაკვეთის გავლას მხოლოდ 15 წუთი დასჭირდება. თბილისიდან გუდაურამდე გადაადგილების დრო 2 საათის ნაცვლად, 1 საათი და 30 წუთი გახდება, თბილისი-სტეფანწმინდის მიმართულებით გადაადგილებას კი, 2 საათისა და 30 წუთის ნაცვლად, 1 საათი და 45 წუთი დასჭირდება.

პროექტის დასრულება ეტაპობრივად 2024-2025 წლებში იგეგმება.

ქვეშეთი-კობის გზის პროექტის აზიის განვითარებისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკებთან (EBRD) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდ ლარს შეადგენს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები