დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
KiwiPost-ის მეშვეობით გამოწერების რაოდენობა 50%-ითაა გაზრდილი

KiwiPost-ის მეშვეობით გამოწერების რაოდენობა 50%-ითაა გაზრდილი

30-10-2023 13:17:18


2023 წლის იანვარ-სექტემბერში KiwiPost-ის მეშვეობით გამოწერების რაოდენობა 50%-ითაა გაზრდილი. როგორც Business Insider Georgia-თან KiwiPost-ის საოპერაციო მენეჯერი ქეთევან შანიძე აცხადებს, E-commerce საქართველოში საკმაოდ მზარდი მიმართულებაა. 

„ზოგადად E-commerce მზარდია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ქართველი მომხმარებელი ამ შემთხვევაში არ არის გამონაკლისი მით უმეტეს, რომ გარკვეული პროდუქცია საქართველოს ბაზარზე სრულად არ არის რეალიზაციაში და თუ არის საკმაოდ მაღალი ფასი ადევს. სწორედ ეს ფაქტი განაპირობებს წლიდან წლამდე  E-commerce-ს პოპულარიზაციას. 

თუ მიმდინარე მაჩვენებლებს გასული წლის მაჩვენებლებთან შევადარებთ დაახლოებით 50%-იანი ზრდაა. იმპორტი ბევრად უფრო პოპულარულია. კი ვემსახურებით ექსპორტსაც, ამერიკის და ინგლისის მიმართულებით, თუმცა ამ უფრო პირადი გზავნილები ჭარბობს“, - აცხადებს ქეთი შანიძე.

KiwiPost-ის საოპერაციო მენეჯერის თქმით, საბერძნეთიდან გამოწერეს საკმაოდ მზარდი ტრენდი აქვს, ხოლო თურქეთიდან გამოწერები კი უკვე სტაბილურად მზარდია. 

„პირველ რიგში ვისაუბრებდი საბერძნეთზე, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში საკმაოდ პოპულარული მიმართულება გახდა. ბევრი ბრენდი, რომელიც ქართველი მომხმარებლისათვის ძალიან ნაცნობი და საყვარელია, მათი შეძენა ბევრად უფრო დაბალ ფასშია შესაძლებელი. ვინაიდან ეს უფრო ახალი მიმართულებაა ამიტომ საბერძნეთიდან გამოწერებზე დაახლოებით 150-200%-იანი ზრდაა. 

თურქეთის შემთხვევაში პირველი 2 წლის განმავლობაში ძალიან დიდი მოთხოვნა დაფიქსირდა. ხოლო ბოლო 2 წლის განმავლობაში თურქეთიდან გამოწერებზე უკვე სტაბილურ ზრდას ვხედავთ, რაც დაახლოებით 40%-ს შეადგენს. თურქეთიდან გამოწერებზე თავიდან დიდი მოთხოვნა იყო, ხოლო შემდეგ დასტაბილურდა. 

ჩვენ გვაქვს ასევე აშშ-ს და ინგლისის მიმართულება, რაც საკმაოდ ნაცნობია ქართველი მომხმარებლებისთვის. დიდი ხნის განმავლობაში ამ მიმართულებებიდან ხდებოდა პროდუქციის გამოწერა და მათ თავისი სეგმენტი ჰყავთ და ეს მიმართულებაც წლიურად 30-35%-ით იზრდება. 

დაახლოებით ერთი წელია რაც დავამატეთ ჩინეთის მიმართულება, რომელიც ასევე საკმაოდ პოპულარულია. აქ ყოველთვიური ზრდა დაახლოებით 50%-ია“, - განმარტავს ქეთი შანიძე. 

KiwiPost-ის საოპერაციო მენეჯერის თქმით, კომპანია აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ გააუმჯობესოს სერვისები და უფრო მეტი სიახლე შესთავაზოთ მომხმარებელს და მათ შორის იქნება ახალი ქვეყნებიც. 

„იგეგმება ოფისებიც გახსნაც და ბევრი ინოვაციის დანერგვაც“, - აცხადებს შანიძე. 

KiwiPost-ი ახორციელებს ამანათების ტრანსპორტირებას ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან და ჩინეთიდან საქართველოში. ასევე, გთავაზობთ საქართველოდან ინგლისში ამანათების გაგზავნის სერვისს. საუკეთესო ტარიფებით და ტრანსპორტირების უმოკლესი ვადებით, ონლაინ შოპინგი KiwiPost-თან უფრო სწრაფი, მარტივი და უსაფრთხოა.

უფრო მეტი  KiwiPost-ის და მისი ტარიფების შესახებ იხილეთ აქ:

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები