საქართველოში გაყინული კიბორჩხალების იმპორტი 520%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს ქვეყანაში 24.73 ათასი დოლარის ღირებულების 1.49 ტონა კიბორჩხალების იმპორტი განხორციელდა, 2022 წელს კი 16.45 ათასი დოლარის ღირებულების 0.24 ტონა კიბორჩხალების.
როგორც არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ხდება ცნობილი ქვეყანაში გაყინული კიბორჩხალების იმპორტის კუთხით გამორჩეული 2016 წელი იყო, როდესაც საქართველოში 37.28 ტონა კიბორჩხალების იმპორტი დაფიქსირდა.
2023 წელს კიბორჩხალების იმპორტი განხორციელდა 6 ბაზრიდან, თუმცა ლიდერი მაინც თურქეთია, საიდანაც სულ 0.40 ტონა გაყინული კიბორჩხალები შემოვიდა. თუმცა ღირებულებით ჭრილში ლიდერი საფრანგეთი იყო, რომელზედაც მთლიანად წლის განმავლობაში იმპორტირებული კიბორჩხალების საერთო ღირებულების 28%-ი მოდიოდა.
ქვეყნები, საიდანაც საქართველომ ყველზე მეტი გაყინული კიბორჩხალები იყიდა:
უახლესი