დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხუდონჰესის პროექტს მაღალი რეპუტაციის შვეიცარული კომპანია სწავლობს - ლევან დავითაშვილი

ხუდონჰესის პროექტს მაღალი რეპუტაციის შვეიცარული კომპანია სწავლობს - ლევან დავითაშვილი

04-10-2023 21:42:02

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ხუდონჰესის პროექტს მაღალი რეპუტაციის მქონე შვეიცარიული კომპანია სწავლობს.

როგორც დავითაშვილმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა უახლოეს ხანებში კვლევის შედეგები ცნობილი გახდება.

„ხუდონჰესთან დაკავშირებით, შვეიცარიული კომპანია „შტუკი“ ახორციელებს პროექტის შესწავლას. ეს არის საერთაშორისო მაღალი რეპუტაციის საინჟინრო კომპანია, რომელსაც აქვს გლობალური გამოცდილება მიკროელექტრონაგებობებთან დაკავშირებით. ისინი ახორციელებენ პროექტის შესწავლას. ფაქტობრივად, ჩვენ ველოდებით უახლოეს ხანებში შედეგებს და ეს იქნება უკვე ახალი პროექტი, რომელიც ნაკლებ ზემოქმედებას მოახდენს გარემოზე და უფრო მეტი ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს და ამ კუთხითაც იქნება უფრო საიმედო“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გამოსყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, სახელმწიფო პროექტის გამოსყიდვისთვის 13.5 მლნ აშშ დოლარს გადაიხდის,

ჯერ კიდევ 2021 წლის ივნისში, ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ მთავრობა სვანეთის რეგიონში დაგეგმილ ხუდონჰესის მშენებლობაზე ინვესტორთან დადებული შეთანხმების შეწყვეტის საკითხს განიხილავდა. ამის ერთ-ერთ მიზეზად მან ის დაასახელა, რომ ხუდონჰესის განვითარებასთან დაკავშირებით სახელმწიფოსა და ინდურ კომპანია ტრანს ელექტრიკასთან ჯერ კიდევ 2011 წელს დადებული ხელშეკრულების მიუხედავად, პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები