დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტიდან ქვეყანამ 38%-ით მეტი შემოსავალი მიიღო - TOP-5 საექსპორტო ბაზარი

ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტიდან ქვეყანამ 38%-ით მეტი შემოსავალი მიიღო - TOP-5 საექსპორტო ბაზარი

13-06-2024 10:00:00

ნატურალური წვენების ექსპორტი 8%-ითაა გაზრდილი. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აპრილში ქვეყნიდან ექსპორტზე 6,027.68 ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები გავიდა, ხოლო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 5,588.75 ტონა. მიმდინარე წლის 4 თვეში ნატურალური წვენების ექსპორტიდან ქვეყანამ 9,219.44 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, 2023 წლის იანვარ-აპრილში კი 6,699.58 ათასი დოლარის, შესაბამისად ზრდა 38%-ია.

საქართველოში წარმოებულ ნატურული წვენების ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი ისრაელია, რომელზედაც წვენების ექსპორტის 25%-ი მოდის. 

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო ნატურული წვენებს ყიდის:

ისრაელი - 1,482.65 ტონა

აშშ - 1,368.84 ტონა

გერმანია - 740.68 ტონა

რუსეთი - 499.73 ტონა

ავსტრალია - 494.62 ტონა.

ბოლო წლებში ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი მზარდ ტრენდზეა. ღირებულებით ნაწილში რეკორდული 2023 წელი იყო, რა დროსაც ქვეყანამ 16,228.39 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა საექსპორტო ბაზრებზე, ხოლო მოცულობის მხრივ რეკორდული 2022 წელი იყო. საანგარიშო პერიოდში ექსპორტზე 13,251.59 ტონა ნატურალური ქვეყნები გავიდა. 
 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები