ტელეგრამის რამდენიმე არხსა და რამდენიმე რუსულ და უკრაინულ მედიასაშუალებაში რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, ბელგოროდისა და ხარკოვის ოლქებს შორის შეტაკებებზე ცნობები გაჩნდა.
BBC და DW ტელეგრამის არხებსა და ბელგოტოდის გუბერნატორის მიერ გაკეთებულ კომენტარზე დაყრდნობით წერენ, რომ არის ინფორმაცია, რომ უკრაინის მხრიდან რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე შეიარაღებული ჯგუფი გადავიდა.
ბელგოროდის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა უკრაინა დაადანაშაულა "ბელგოროდის ოლქის წინააღმდეგ წარმოებულ საინფორმაციო შეტევაში, რომელიც პანიკისკენ მოწოდებაა." მან დაადასტურა ცეცხლის გახსნა გრაივორონოვსკის რაიონში, თუმცა თქვა, რომ თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაჭრილა. გუბერნატორის თქმით, მოსახლეობის ევაკუაცია არ მიმდინარეობს.
მოგვიანებით გლადკოვმა განაცხადა, რომ გრაივორონოვსკის რაიონში შევიდა მოწინააღმდეგის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი. იუწყებიან, რომ მასთან რუსეთის სამხედროები ბრძოლას აწარმოებენ.
ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც თითქოს ასახავს საბრძოლო დარტყმებს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, ბელგოროდის ოლქის გრაივორონოვსკის რაიონში. ერთ-ერთ ჩანაწერზე, სავარაუდოდ, გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შედის ტანკი, რომელზეც უკრაინის დროშაა აღმართული.
ვიდეოჩანაწერის ავთენტურობის დადასტურება არ ხერხდება.
უახლესი
3 საათის წინ
როგორია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკა