დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Kernel-ის თანადამფუძნებელი, გიორგი ტუხაშვილი ტრაგიკულად გარდაიცვალა

Kernel-ის თანადამფუძნებელი, გიორგი ტუხაშვილი ტრაგიკულად გარდაიცვალა

20-01-2024 12:24:00

გუ­შინ ბა­კუ­რი­ან­ში, ერთ-ერთ სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სა­ზე უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 36 წლის ახალ­გაზ­რდა კაცი სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სა­ზე მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და, რა დრო­საც სხვა მო­თხი­ლა­მუ­რეს და­ე­ჯა­ხა. გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა გი­ორ­გი ტუ­ხაშ­ვი­ლია.

 

ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტარ­ტა­პე­რი იყო. წლე­ბი კონ­სალ­ტინ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობ­და. ეხ­მა­რე­ბო­და კო­მერ­ცი­ულ და არა­კო­მერ­ცი­ულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს და წარ­მა­ტე­ბით აშე­ნებ­და სტარ­ტაპ ეკო-სის­ტე­მას. მან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა Startup Grind Tbilisi-ის ზრდა­ში, რაც სტარ­ტა­პე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის ხელ­შე­სა­ხებ ღი­რე­ბუ­ლე­ბას ქმნის.

 

Business Insider Georgia-ს გუნდი მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს და მთელ ქვეყანას.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები