დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქართველებისთვის ნაცნობი ბრენდები პოლონეთში უფრო იაფია, ვიდრე საბერძნეთსა და თურქეთის ბაზრებზე - Kiwi Post-მა პოლონეთიდან ამანათების გამოწერის სერვისი დაამატა

ქართველებისთვის ნაცნობი ბრენდები პოლონეთში უფრო იაფია, ვიდრე საბერძნეთსა და თურქეთის ბაზრებზე - Kiwi Post-მა პოლონეთიდან ამანათების გამოწერის სერვისი დაამატა

25-07-2024 15:00:00

Kiwi Post-ი საკუთარ მომხმარებლებს ახალ მიმართულებას სთავაზობს და პოლონეთიდან ამანათების გამოწერის საშუალებას აძლევს. 

როგორც Business Insider Georgia-თან Kiwi Post-ის საოპერაციო მენეჯერმა ქეთევან შანიძემ განაცხადა, პოლონეთის მიმართულების დამატებაზე მოთხოვნა გაჩნდა, მით უმეტეს პოლონეთი ის მიმართულებაა, საიდანაც მომხმარებელმა ესა თუ ის პროდუქცია შედარებით დაბალი ფასებით შეიძლება გამოწეროს. 

„პოლონეთი დავამატეთ დაახლოებით ერთი კვირაა და გეტყვით, რომ დაინტერესება საკმაოდ მაღალია. ვიდრე Kiwi Post პოლონეთის მიმართულებას ოფიციალურად დაამატებდა, მომხმარებლების მხრიდან მომართვიანობა იყო, ვინაიდან პოლონეთში პროდუქციის ღირებულება საკმაოდ დაბალია. ვსაუბრობ როგორც ცნობილ და პოპულარული ბრენდების პროდუქციაზე, ისე ადგილობრივად წარმოებულ პროდუქციაზე.

გეტყვით, რომ ქართველებისთვის ნაცნობი ბრენდების ფასები პოლონეთში უფრო იაფია, ვიდრე მაგალითად საბერძნეთის და თურქეთის ბაზარზე. ამასთანავე პოლონეთს აქვს თავისი ონლაინ პლატფორმები, სადაც იყიდება სხვადასხვა პროდუქცია, ეს იქნება ტანსაცმელი თუ ტექნიკა, რომელიც გაცილებით ნაკლები ღირებულებისაა და არის ევროპული ხარისხი. ანუ შესაბამისად ფასი არის დაბალი, ხოლო ხარისხი არის მაღალი“, - აცხადებს Kiwi Post-ის საოპერაციო მენეჯერი.

ქეთევან შანიძის თქმით, პოლონეთში ოპერირებს საკმაოდ დიდი პლატფორმა Sinsay. Com/pl, რომელიც საქართველოდან გამოწერებისთვის საკმაოდ ხელსაყრელია, რადგანაც არის დაბალი ფასები და პროდუქცია შეესაბამება პოლონურ სტანდარტებს 

„სხვადასხვა პოლონური ბრენდები შემოვა საქართველოში. ასევე ხელმისაწვდომი ხდება პოლონური ონლაინ პლატფორმა Sinsay.com/pl .

Sinsay.com/pl - არის საკმაოდ დიდი პლატფორმა, სადაც სხვადასხვა სახის პროდუქცია იყიდება. აქ განთავსებული პროდუქციის ღირებულება საკმაოდ დაბალია. თუ მაგალითად, ჩინეთიდან ჩამოდის ისეთ პროდუქცია, რომელიც ევროპული ბაზრისთვის არ არის განკუთვნილი, Sinsay.com/pl -ზე ყველა პროდუქცია, რაც კი იყიდება გათვლილია ევროპულ სტანდარტებზე“, - ამბობს Kiwi Post-ის საოპერაციო მენეჯერი.

Kiwi Post-ის მეშვეობით, პოლონეთიდან გამოწერილი ამანათის მიღება 8-10 დღეშია შესაძლებელი, ფასი კი 1 კგ-ზე 6 ევროს შეადგენს. 

შეგახსენებთ, რომ Kiwi Post-ი ახორციელებს ამანათების ტრანსპორტირებას ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან და ჩინეთიდან საქართველოში. ასევე, გთავაზობთ საქართველოდან ინგლისში ამანათების გაგზავნის სერვისს. საუკეთესო ტარიფებით და ტრანსპორტირების უმოკლესი ვადებით, ონლაინ შოპინგი Kiwi Post-თან უფრო სწრაფი, მარტივი და უსაფრთხოა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები